TY - BOOK AU - ყიფიანი,დიმიტრი AU - ხუნდაძე, სიმონ, TI - მემუარები / PY - 1930/// CY - ტფილისი, KW - ლიტერატურა KW - მემუარები N1 - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ფორზაცზე: „ი. გრ. 1930, 20. V“. იქვე: „გადასახლება. ა. ჭ-ძე, 164, 133, ტამბოვში თუ კოსტრომის გუბ.“ – გვ. 133. ხაზგასმულია: „7. გენერალ-მაიორი თავადი ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე, შემდეგში გენერალ-ლეიტენანტი და წევრი კავკასიის უზენაესი მართველობისა, გაიგზავნა ქალ. ტამბოვში“ და რედაქტორის შენიშვნებში, გვ. 164, მოხაზულია შენიშვნა № 59, ალ. ჭავჭავაძის შესახებ. ბიბლიოგრაფიულ წყაროს „იხ. „Кавказ“, 1846 წ.“ მიწერილი აქვს: „№-რი? მე ვიცი...“ ფორზაცზე: „1. ა. ჭ-ძე, გვ. 127, 139, 144. ნ. ჭ-ძე, გვ. 9; ალ. ჭ-ძე, გვ. 87 (სენატი); მარიამ დედოფალი და ლაზარევი, 121“. გვ. 121. მოხაზულია გვერდი და მიწერილია: „მარიამ დედოფ.“ ფორზაცის მეორე გვერდზე: „ნაწილი აქედან დაიბეჭდა ჟურნ. „განათლება“, 1912, № IX, გვ. 704“. თავფურცელზე: „დიმ. ყიფიანმა სთარგმნა ალფრედ დე-მიუსეს თხზულება (პიესაა) „ბაბალეს თითისტარი“ (ხელთ.№ 1430–H) ი. გრ“. გვ. III. ხაზგასმულია: „ამ პერიოდში დაიწყო ჩვენში მემუარების წერა და მისი გავრცელება“, მიწერილია: „ალ. ორბელიანი, იონა ქართველიშვილი, იონა მიტროპოლიტი“. იქვე რკალშემოვლებულია სიძველეთა მუზეუმის დასახელებულ ნომრების შემდეგ სიტყვა „სხვ.“ მიწერილია: „ასე არ შეიძლება“. გვ. IV. მეორე აბზაცს მიწერილი აქვს: „იხ. მ. ქ. ყიფიანის კერძო წერილი“. გვ. VI. გადახაზულია: „შავი ხალხის“ და მიწერილია: „მდაბიო“. გვ. 2. თავისუფალ გვერდზე წერია: „P. S. აქედან (ამ მემუარიდან) პირველი ორი თავი გადაითარგმნა „Руск. старина“-დან, № 3 და დაიბეჭდა დ. ყ-ძის მკვლელობის წელს „ივერიაში“, 1887 წ., № 228“. გვ. 6. აბზაცში: „თავად ბაგრატიონს“ მიწერილი აქვს: „რომან ივანეს-ძე. ეს გამოტოვებულია. იხ. ივერიის თარგმანი, „ივ.“, 1887, № 228.“ გვ. 137. ხაზგასმულია: „ხოლერით მოჰკვდა“ და მიწერილია: „გიორგი ერისთავის მამა ხოლერით მომკვდარა“. გვ. 140. ხაზგასმულია: „ვიღაც კახელ ბერის მიერ“ და მიწერილია: „ფილადელფოს“. ხაზგასმულია: „დიმიტრი“, მიწერილია: „ერისთავი“. გვ. 141. ხაზგასმულია: „თავისი „ოსური მოთხრობიდან“, მიწერილია: „ოსურად გაგიძარცვამს ლექსიკონია. გ. ერისთავი“. გვ. 143. პირველ სტრიქონში ხაზგასმულია: „უთუოდ უნდა მოვკლათ“ და მიწერილია: „ჭილაშვილი“. გვ. 146. მოხაზულია: „მისნები“ და მიწერილია: „ქადაგები“. გვ. 151. ხაზგასმულია: „კიზლიარში“, მიწერილია: „ყიზლ“. გვ. 153. ხაზგასმულია: „მეორე პ. ბ-ი“ და მიწერილია: „რომან ბაგრატიონი? ამის სახლში გაიმართა „ვაი ჭკუისაგან“. ი. გრ“. გვ. 155. შენიშვნას ბარ. განის შესახებ მიწერილი აქვს: „განოვის ქ.“ გვ. 157. ხაზგასმულია: „Кавказский календарь“, 1865 წ.“ მიწერილია: „გვ.?“ გვ. 158. ხაზგასმულია: „Историческая записка об управлении кавказом“ და მიწერილია: „გვ.?“ ხაზგასმულია: „ისტორიული ხასიათის წერილებიც“ და მიწერილია: „რა?“. გვ. 159. ხაზგასმულია: „ს. კოლხიდელი“ და მიწერილია: „მანწკავა“. გვ. 163. ხაზგასმულია: „ერთგვარი ხერხი“, მიწერილია: „შენი ამ წიგნის რედაქტორობაც ხერხია“. გვ. 166. 74-ე შენიშვნაში ხაზგასმულია: „იხ. „დროება“, № 222, 1883 წ.“ და მიწერილია: „ეს თარიღი თვით წიგნშია“. გვ. 167. ხაზგასმულია: „რომეო და ჯულიეტა“ შემდეგში „ცისკარში“ დაიბეჭდა“... და მიწერილია: „რომელ წელს? №-რი?“. გვ. 171. მე-7 შენიშვნას მიწერილი აქვს: „ივერია“. ხაზგასმულია: „ელიზბარ ერისთავი – იყო ერთ-ერთი აქტიური ხელმძღვანელი შეთქმულებისა“ და მიწერილია: „მეტი არაფერი?“. გვ. 172. მოხაზულია მე-16 შენიშვნა და მიწერილია: „ყასედათ. ხაზგასმულია: „17. სენკოვსკი – მაშინდელი ცენზორი იყო“ და მიწერილია: „მწერალი ბარონ ბრამბეუს. სხვა არაფერი?“. გვ. 173. 23-ე შენიშვნაში „კაზიმულა“ შესწორებულია „ყაზი-მულად“. გაზ. „კომუნისტის“, 1936 წლ. 6 აგვ. № 181-დან ამოჭრილი ს. ხუციშვილის რეცენზია წინამდებარე წიგნზე და გაზეთიდან ამოჭრილი სოლ. ცაიშვილის წერილი „ქართველი მოღვაწენი. დიმიტრი ყიფიანი“, მინაწერით: „საბჭოთა მასწავლებელი“, 1938, № 37“ UR - http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/6458 ER -