კინწურაშვილი, მიხეილ, 1885-1955

ლექსები : ტ.1 / იასამანი. მიხეილ კინწურაშვილი. - 1922 - 122+[2]გვ. : სურათით.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. № 2165-2169- შმუცტიტულზე წარწერა: „უტყუარს ნიჭს, ენერგიულ პოეტს ი. გრიშაშვილს პატივისცემის ნიშნად. ავტორისაგან. 19.20.VI. 22 თფილისი“. თავფურცელზე ავტორის ფსევდონიმთან: „მიხეილ კინწურაშვილი“; წიგნის უკანასკნელ გვერდზე: „ტეხნიკ. – 1. მაღლაა აწეული ტექსტი. 2. თარიღი. ვინაიდან ყველა ლექსს უზის ეგრეთწოდებული „ციფრკოლონა“. ზევით უნდოდა“. წიგნში დევს ქაღალდის ნაჭერი წარწერით: „ლექსი „პოეტს“ – ჩაგრული ხალხის გამოქომაგება – პოეტს კი თავისი ბუნებრივი დანიშნულებით ეს სრულიად არ ევალება. იასამანი უფრო ლირიკოსია, ნაზი, ჩვენ აქ უფრო მოგვწონს. ლიტერატურული ეთიკა მოითხოვს, როცა მწერალი თვითონაც თანაზიარია თავის წიგნის გამოცემისა, თავი შეიკავოს სურათების ჩაკერისაგან წიგნში“. იქვე მინაწერები, „როგორც ისტორია შეიძლება კარგი იყოს. შხეფელი, მიმოზა, (მალაქიაშვილი) – იყო ფსევდონიმი იასამანის“. წიგნში დევს „მნათობი“-დან ამოჭრილი რეცენზია იასამანის წინამდებარე წიგნზე. მეორე ცალის თავფურცელზე წარწერა: „ნიჭიერს დრამატურგს, ღრმად პატივცემულს ტრიფონ რამიშვილს. იასამანი. 1922. 23/VI დედაქალაქი“. მიწერილია: „ვიყიდე ბაზარზე, 1930. 15/IV. ი. გრ.“

ქართული ლიტერატურა ქართული პოეზია

821.353.1-1