ცვალებადი გეომეტრიის ხრახნი ცენტრიდანული ძალების მაკომპესირებელი მექანიზმით =VARIABLE GEOMETRY PROPELLER WITH COMPENSATION ACTUATOR OF CENTRIFUGAL FORCES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2009 4595 B : (51) B64 C 27/32 (IPC, 2006) / ნოდარ ჯოჯუა, რევაზ ბიძინაშვილი, რაულ თურმანიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009 01 26 #1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 12 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 5 დამოკიდებული. ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ხრახნი შეიცავს მილისს 1, მასთან სახსრულად დაკავშირებულ ფრთებს 2, რომლებიც შედგება შიდა და გარე ნაწილებისაგან 3 და 4, ამასთან, გარე ნაწილი შიდაზე დასმულია მის მიმართ გადაადგილების შესაძლებლობით. გადაადგილება უზრუნველყოფილია ფრთის შიდა ნაწილზე შესრულებული მიმმართველებითა და გარე ნაწილზე შესრულებული შვერილებით. გარდა ამისა, ხრახნი აღჭურვილია ჰიდროპნევმოაკუმულატორით 8, რომელიც დგუშით 9 გაყოფილია ორ ნაწილად. მილისში განთავსებულია ცენტრიდანული ძალების მაკომპენსირებელი მექანიზმის ჰიდროცილინდრი 17, რომლის ჭოკი 18 ხისტადაა დამაგრებული მილისის მიმართ. ცილინდრთან მიერთებულია მაკომპენსირებელი მექანიზმის ბლოკები 11, რომლებზეც შემოწვდომილია ერთი ბოლოთი თითოეულ ფრთასთან დაკავშირებული გვარლი 12, რომლის მეორე ბოლო დაკავშირებულია მილისთან. მაკომპენსირებელი მექანიზმის ჰიდროცილინდრთან ბლოკები მიერთებულია საყრდენი საკისრის მეშვეობით 19, რომლებიც დასმულია ღერძებზე 20, ეს უკანასკნელი კი თავისუფალი ბოლოებით ჩასმულია მილისში შესრულებულ მიმმართველ კილოებში 20. მილისში განთავსებულია აგრეთვე ფრთის დაყენების კუთხის ცვლის მექანიზმის ჰიდროცილინდრი 22, ამასთან, ორივე ჰიდროცილინდრი დაკავშირებულია ჰიდროპნევმოაკუმულატორთან.

4595 ge B 2009-01-26 published Sakpatenti

ავიაცია საფრენი აპარატი მექანიზმი ხრახნი ვერტმფრენი შვეულმფრენი