მაგნიტურჰიდრავლიკური საბიძგებელა = MAGNETOHYDRAULIC TAPPET : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5869 B : (51) B 66 D 5/26 (IPC, 2006) / რუსუდან ბიწაძე, სიმონ ბიწაძე. - - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 07 10 #13. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 1.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

საბიძგებელა შეიცავს კორპუსს 1 შესრულებულს ურთიერთდაკავშირებული სხვადასხვა დიამეტრის ჰიდროცილინდრების 3 და 6 სახით, მათში მოთავსებული დგუშებით 4 და 7, ამასთან, მცირე დიამეტრის ჰიდროცილინდრის დგუშის ჭოკი 8 განკუთვნილია შემსრულებელ მექანიზმთან დასაკავშირებლად, ხოლო დიდი დიამეტრის დგუში წარმოადგენს მუდმივი დენის ელექტრომაგნიტის ღუზას, რომელიც მოთავსებულია ელექტრომაგნიტური კოჭის 2 შიგნით მოთავსებულ დიდი დიამეტრის ჰიდროცილინდრში 3. კორპუსის ქვედა ნაწილზე დამაგრებულია ელექტრომაგნიტური ფიქსატორი 14, რომლის ღუზას 15 ორივე მხრიდან აქვს ღეროები 16 და 17, რომელთაგან ერთი ღერო 16 დიდი დიამეტრის დგუშის 4 ცალმხრივი მოქმედების სარქველს ეხება, ხოლო მეორე ღეროს 17 ბოლო გამომრთველის 18 კონტაქტზე მოქმედებს.

5869 ge B 2013-07-10 published Sakpatenti

მანქანათმშენებლობა საბიძგებელა ესკალატორი კონვეიერი ამძრავი