მრავალსაფეხურიანი ტურბოდეტანდერული ენერგეტიკული დანადგარი = TURBO-EXPANDER POWER INSTALLATION : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5809 B : (51) F 03 B 13/00 (IPC, 2006) / ვაჟა ჯამარჯაშვილი, ალექს მირიანაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 04 25 # 8. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი – 8 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 2.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

დანადგარი შეიცავს ტურბოდეტანდერებს 7, 8 და 9 და რეკუპერაციულ თბოგადამცემებს 4, 5, 6 და 10, რომელთა რაოდენობა ერთით მეტია ელექტროგენერატორთან საერთო ლილვზე განთავსებული ტურბოდეტანდერების რაოდენობაზე და ყოველი ტურბოდეტანდერის შესასვლელი მილსადენით დაკავშირებულია შესაბამის წინჩართულ თბოგადამცემის გაზის გამოსასვლელთან, ხოლო დანადგარის ყველა ტურბოდეტანდერის გამოსასვლელი -- შესაბამისი თბოგადამცემის გაზის შესასვლელთან. ამასთან, ყოველი თბოგადამცემი მილსადენით დაკავშირებულია ორთქლის ტურბინის 14 გამოსასვლელთან დაბალტემპერატურული თბოგადამტანის, მაგალითად ორთქლის ნაკადის მიწოდებისათვის ბუნებრივი გაზის შესათბობად, ხოლო თბოგადამცემის გამოსასვლელი დაკავშირებულია კონდენსატორის შესასვლელთან 15 თბოგადამტანის კონდენსატის მისაწოდებლად.

5809 ge B 2013-04-25 published Sakpatenti

ენერგეტიკა გაზი დანადგარი