TY - BOOK AU - კობახიძე, ავთანდილ, AU - ჯაფარიძე, როლანდ AU - მახარობლიძე, რევაზ AU - ასათიანი, ოთარ AU - ლაგვილავა, იგორ AU - ბუჩუკური, ნიკოლოზ AU - კორძახია, ლეილა ED - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი TI - ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის ტანდემის წინა თვლის ავტომატურად დამტვირთავი მოწყობილობა PY - 0000///პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (452013/// 07 10 #13. CY - ქ. მცხეთა PB - საქპატენტი KW - სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა KW - სოფლის მეურნეობა N2 - შასი 1 შეიცავს ნიადაგის დამამუშავებელ მანქანა-იარაღების დასამაგრებელ სამწერტილოვან საკიდ მექანიზმს 2, რომლის ცენტრალური წევა შესრულებულია ელექტროჩამრთველი ღილაკის 7 მქონე ზამბარიანი დინამომეტრის 3 სახით, რომელიც ელექტროსადენის 6 მეშვეობით აკუმულატორსა 5 და ელექტრომაგნიტურ ჰიდრავლიკურ მკვეთარას 8 აკავშირებს. ელექტრომაგნიტური ჰიდრავლიკური მკვეთარა მილგაყვანილობით 12 დაკავშირებულია, ერთის მხრივ, ჰიდროცილინდრთან 9, ხოლო მეორეს მხრივ - ზეთის ავზთან 11 და ტუმბოსთან 10. შასის გრძივ ძელებზე 13 და 14 ხისტად დასმული კრონშტეინების ბუდეებში 15 და 16 შემობრუნების შესაძლებლობით ჩასმულია ღერძი 17, რომლის ერთ ბოლოზე ხისტად დასმულია ბერკეტი 19, ხოლო მეორე ბოლოზე - ორმხარა ბერკეტი 18, ამასთან, ორმხარა ბერკეტის ვერტიკალური მხარი სახსრულად მიერთებულია, გრძივ ძელზე სახსრულად დასმულ, ჰიდროცილინდრის ჭოკთან. ტანდემთვლის ორივე წინა თვალთან რედუქტორების კორპუსზე 20 და 21 დამაგრებულია ზამბარული ამორტიზატორები 22 და 23, რომლებიც სახსრულად დაკავშირებულია აღნიშნული ღერძის ბოლოებზე დასმულ ბერკეტებთან UR - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/1/ ER -