საქართველოს ისტორია /
მოსე გიორგის-ძე ჯანაშვილი ; შემუშავებული და შევსებული ავტორისაგან.
- მე-2-ე გამოცემა.
- ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1894.
- VII, 504 გვ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოტეკა-მუზეუმი. თავფურცელზე: „გარსევანზე, 482, 497; ფარნაოზი, 492; აკლია 162-დან 197-მდე, (სულ 35 გვერდ); ერეკლეს აწერა, 457“. კანზე: „რუსეთი 257; გარს. ჭავჭავაძე, 482; ქართვ. ქალი, გვ. 462; წინანდალი, 502“. გვ. 414. ხაზგასმულია: „ამ ბრძოლაში ერეკლე ლომივით იბრძოდაო, ამბობს პაპუნა ორბელიანი“, მიწერილია: „იხ. ქვარიანი, 78“. გვ. 417. ხაზგასმულია: „თელავის ტარუღობა“, მიწერილია: „იხ. „საიათნოვა, ლექსიკონი“. გვ. 424. ხაზგასმულია და მოხაზული ადგილები, მიწერილია: „ერეკლე“. გვ. 429. ხაზგასმულია: „ვარჯნი თხემთა დაშლოდეს...“ მიწერილია: „ვარჯი-კაცთა ქოჩორი გინა ხეთა მშვენიერი რტო. საბა“. გვ. 438. ხაზგასმულია: „და აპატია მეფემაც“, მიწერილია: „ირაკლის ჰქონდა დიდი ავტორიტეტი“. გვ. 446. ხაზგასმულია: „ერეკლემ აცნობა თავის მამას“, მიწერილია: „მამა და შვილი (თეიმურაზი-ერეკლე).“ გვ. 447. ხაზგასმულია: „სიყმილი“, მიწერილია: „სიყმიილი“. გვ. 448. მოხაზულია ადგილები, მიწერილია: „ს. ქვარიანი“. გვ. 450. მოხაზულია ადგილი, მიწერილია: „თეიმურაზ.“ გვ. 452. ხაზგასმულია სტრიქონები და მიწერილია: „იმპერატრიცამ ითხოვა პირველად ჯარი ქართველებისგან მოსაშველებლად ოსმალეთის წინააღმდეგ“. გვ. 457. მოხაზულია ადგილი და მიწერილია: „ირაკლის აწერა“. გვ. 458. აბზაცის გასწვრივ მიწერილია: „ხარკი“. გვ. 462. ხაზგასმულია აბზაცი და მიწერილია: „ქართველი ქალის აღწერა – მჭირია ნინო გრიბოედოვისთვის“. გვ. 464. ხაზგასმულია: „არა არს-რა ესრეთ ტკბილი, ვით მამული სიყვარული“, მიწერილია: „აფორიზმი სამშობლოზე“. გვ. 466. მოხაზულია ადგილი და მიწერილია: „რუსნი რუსეთსავე დაბრუნდნენ“. გვ. 467. ხაზგასმულია: „სნეულმა მეფემ მოინდომა რუსეთის მფარველობა ეთხოვნა, მაგრამ სიკვდილმა აღარ დააცალა“, მიწერილია: „რუსეთის მფარველობა აღარ დასცალდა!?“. გვ. 470. მოხაზულია სტრიქონი, მიწერილია: „Евнух ყვერულსა ჰქვიან“. გვ. 474. მოხაზულია ადგილი და მიწერილია: „შვილი ჰყავდა გიორგის.“ გვ. 475. ხაზგასმულია: „ფარნაოზი“, მიწერილია: „ირაკლის შვილია დარეჯანისგან“. გვ. 477. მოხაზულია ადგილი, მიწერილია: „საქართველო რუსეთთან“. გვ. 478–479. ჩადებულია ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „ირაკლის ერთგულებასა ზედა ესრეთ ვიდრე წვეთამდე სისხლისა“. გვ. 482. მოხაზულია ადგილი, მიწერილია: „გარს. ჭ-ძე. ბუტკ.“ გვ. 483. ხაზგასმულია: „ლიონიძე მიდის პეტერბურღს“, მიწერილია: „ლეონიძე“. გვ. 484. მოხაზულია ადგილი და მიწერილია: „ოსმალეთს ებრძოდნენ წინათ და ეხლა ოსმალეთის შემწეობით ცდილობენ რუსების გარეკვას“. გვ. 485. ხაზგასმულია: „გამართა „მარინობა“, მიწერილია: „თეატრის დასაწყისი“. გვ. 488. ხაზგასმულია ადგილი, მიწერილია: „პავლე ციციშვილი“. გვ. 492. ხაზგასმულია: „აღესრულა პეტერბურღს 13 მაისს 1819 წ.“, მიწერილია: „დავით ბატონიშვილი“. გვ. 497. დანიშნულია ადგილი და მიწერილია: „გარს. ჭავჭავაძე“. წიგნის დასასრულს მიწერილია: „მთიელმა რომ ნახა ტანმორჩილი, ჩიკორა კაცი ერეკლე მეფე, სთქვა: – „ქება სჯობდა ნახვასაო“. 9/VIII, ტბა, 1925.“