ჰელიოგამამტკნარებელი
= Solar Desalting Kit : გამოგონების პატენტი = Patent for invention :(11) GE P 1995 169 B : (51) C 02 F 1/14 (IPC, 2006) /
თემურ გობეჯიშვილი, ემზარ ხაჩიძ, შოთა კაპანაძე, დავით კაპანაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1995 12 25 #2.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა : 1.- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება ჰელიოდანადგარებს, კერძოდ კი მოწყობილობებს, რომელთა დანიშნულებაა მარილიანი წყლისაგან მტკნარი წყლის მიღება და რომლებიც გამოიყენება ძირითადად სამხრეთის ქვეყნებში. გამოგონების ტექნიკურ შედეგს წარმოადგენს ჰელიოგამამტკნარებლის კონსტრუქციის გამარტივება, რაც იძლევა მის ოჯახურ პირობებში გამოყენების საშუალებას. ჰელიოგამამტკნარებელი შედგება ქოლგის მაგვარი კონსტრუქციისაგან 1, რომლის ქვედა მხარე 2 შიგნითაა შეტრიალებული. კონსტრუქციას 1 გარედან გადაკრული აქვს გამჭვირვალე ელასტიური აპკი, რომლითაც იქმნება წრიული ჯიბე 4. ჯიბის შიგა წრიული კედლის თავზე გადაჭიმულია სითბოიზოლაციური ქსოვილი 5, მის ზემოთ - ბამბის ქსოვილი, ხოლო ქვევიდან სითბოიზოლაციური ფენის გავლით ბამბისავე ძაფით მიკერებული აქვს დიფუზორული მასალის ჩალიჩები 8, რომელთა სიმაღლე ტოლია წრიული ჯიბის სიმაღლისა.