შპალერის მავთულებზე განლაგებული სასოფლო-სამეურნეო მცენარეების სეტყვისაგან დამცავი მოწყობილობა
= DEVICE FOR PROTECTION OF THE AGRICULTURAL PLANTS LOCATED ON TRELLIS WIRES AGAINST HAILSTONES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2007 4276 B : (51) A 01 G 13/02 (IPC, 2006) /
ალექსანდრე ქართველიშვილი, შოთა ნადირაძე, იური ნადირაძე, ირაკლი ნადირაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2007 12 25 # 24.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 3. - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
მოწყობილობა შეიცავს რიგებად დაყენებულ საყრდენ ბოძებს 11, რომელთა თავზე დამაგრებულია დამჭერები, რომელთა საშუალებითაც დაყენებულია სეტყვისაგან დამცავი ბადე 1, ბადის გასაშლელ და დასაკეც მექანიზმს მოქნილი კავშირით. დამჭერები შესრულებულია ერთმანეთთან ბოლოებით სახსრულად დაკავშირებული წყვილი ღეროს 2 და 3 სახით, რომლებიც დაყენებულია მათი შეერთების ადგილას გამავალ ღერძზე 12, და მათ მეორე ბოლოზე 6 დამაგრებულია სეტყვისაგან დამცავი ბადე. აღნიშნულ ღერძზე დასმულია ერთ-ერთ ღეროსთან ხისტად დაკავშირებული ფიქსატორების 8 და 9 მქონე შკივი 7. ბადის გასაშლელ და დასაკეც მექანიზმს წარმოადგენს ბაგირები 19, რომლებიც გადის მცენარეთა რიგების მთელ სიგრძეზე საყრდენი ბოძების ძირში არსებულ ნახვრეტებში 20, და მათი ერთი ბოლო დაკავშირებულია ამძრავთან 29, ხოლო მეორე ბოლოზე დამაგრებულია დამჭიმი ტვირთები 24, რომლებიც დაყენებულია მცენარეთა რიგების განაპირა საყრდენ ბოძებზე 23.
4276 ge B 2007-12-25 published Sakpatenti
სოფლის მეურნეობა მებაღეობა მევენახეობა სეტყვა შპალერი მავთული