TY - BOOK AU - ნადირაძე, შოთა AU - ნადირაძე, იური AU - ნადირაძე, ირაკლი AU - ქართველიშვილი, ალექსანდრე ED - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი TI - შპალერის მავთულებზე განლაგებული სასოფლო-სამეურნეო მცენარეების სეტყვისაგან დამცავი მოწყობილობა PY - 0000///პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (452007/// 12 25 # 24 CY - ქ. მცხეთა PB - საქპატენტი KW - სოფლის მეურნეობა KW - მებაღეობა KW - მევენახეობა KW - სეტყვა KW - შპალერი KW - მავთული N2 - მოწყობილობა შეიცავს რიგებად დაყენებულ საყრდენ ბოძებს 11, რომელთა თავზე დამაგრებულია დამჭერები, რომელთა საშუალებითაც დაყენებულია სეტყვისაგან დამცავი ბადე 1, ბადის გასაშლელ და დასაკეც მექანიზმს მოქნილი კავშირით. დამჭერები შესრულებულია ერთმანეთთან ბოლოებით სახსრულად დაკავშირებული წყვილი ღეროს 2 და 3 სახით, რომლებიც დაყენებულია მათი შეერთების ადგილას გამავალ ღერძზე 12, და მათ მეორე ბოლოზე 6 დამაგრებულია სეტყვისაგან დამცავი ბადე. აღნიშნულ ღერძზე დასმულია ერთ-ერთ ღეროსთან ხისტად დაკავშირებული ფიქსატორების 8 და 9 მქონე შკივი 7. ბადის გასაშლელ და დასაკეც მექანიზმს წარმოადგენს ბაგირები 19, რომლებიც გადის მცენარეთა რიგების მთელ სიგრძეზე საყრდენი ბოძების ძირში არსებულ ნახვრეტებში 20, და მათი ერთი ბოლო დაკავშირებულია ამძრავთან 29, ხოლო მეორე ბოლოზე დამაგრებულია დამჭიმი ტვირთები 24, რომლებიც დაყენებულია მცენარეთა რიგების განაპირა საყრდენ ბოძებზე 23 UR - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/1/ ER -