ხეში ქიმიური რეაგენტების შესაყვანი მოწყობილობა
= DEVICE FOR INTRODUCING CHEMICAL REAGENTS IN A TREE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1146 (5008265) B : (51) A 01 G 7/06 (IPC, 2006) /
დავით მაღრაძე, გურამ კობერიძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1998 09 25 # 11.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; მუხლები: ფიგურა: 1. - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება სოფლის მეურნეობას, კერძოდ მებაღეობას და ეხება ხეში ქიმიური რეაგენტების შესაყვან მოწყობილობებს. გამოგონების ტექნიკური შედეგია ხეში ქიმიური რეაგენტების შეყვანა ხის ტანისკენ მოღუნული ტოტის დრეკადობის ხარჯზე და მოწყობილობის ფუნქციური შესაძლებლობის გაფართოება. მოწყობილობა შეიცავს შპრიცს 1 ხის ტანში 8 ჩასახრახნი თვითმჭრელი ნემსით 7, ამასთან შპრიცის ჭოკის სიღრუე 4 შესრულებულია დამჭირხნი ნაკვეთურის სახით, რომელიც შპრიცის 1 ძირზე მოთავსებული შტუცერით 5 და კაპილარული შლანგით 6 დაკავშირებულია თვითმჭრელ ნემსთან 7, ხოლო შპრიცის დგუშის სიღრუე 11 შესრულებულია შემწოვი ნაკვეთურის სახით, რომელიც შპრიცის 1 სახურავზე მოთავსებული შტუცერით 12 და კაპილარული შლანგით 13 დაკავშირებულია ხუფთან 14, ამასთან, თვითმჭრელი ნემსი 7 და ხუფი 14 შეერთებულია შესაბამისად დგუშის ჭოკთან 3 და შპრიცის 1 კორპუსთან მოქნილი საჭიმებით 10 და 17 ხის ტანზე 8 და ტანისკენ მოღუნულ ტოტზე 15 მათ დასამაგრებლად.
1146(5008265) ge B 1998-09-25 published Sakpatenti