TY - BOOK AU - სლაბინსკი, დავით ED - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი TI - შებოლილი და მოხალული ყველის პროდუქტი, მიღების ხერხი და მოწყობილობა PY - 0000///პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (452012/// 05 25 #10 CY - ქ. მცხეთა PB - საქპატენტი KW - კვების მრეწველობა KW - რძის პროდუქტების წარმოება KW - მოწყობილობები KW - ყველის წარმოება KW - სოფლის მეურნეობა N2 - შებოლილი ყველის მიღების ხერხი ითვალისწინებს რძის შეთბობას შედედების ტემპერატურამდე, მასში კვეთის შეტანას, შედედებას, მიღებული ნადედის დაჭრას, ყველის მასის ამორევას, მეორე გაცხელებას, შრატის გამოცალკევებას, ყველის მასის დაწნეხას, ჩედერიზაციას, ჩედერიზაციის პროცესთან ერთად ყველის დაწნეხას და შრატის გამოცალკევებას, მიღებული ყველის ფენების დაჭრას ფირფიტებად, ფირფიტების ხარშვას წყლით ავსებულ ქვაბში მორევის პირობებში, მოხარშული ყველის მასის ფორმირებას გაჭიმვის გზით 1,0-2,0 სმ დიამეტრის თოკის მიღებამდე, მის მოთავსებას მარილწყალში 40 წუთის განმავლობაში, გაშრობას 25-30°C ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში, შებოლვის მოწყობილობაში მოთავსებამდე თოკის დაჭრას 1,0-1,2 მ სიგრძის ნაჭრებად, შებოლას 20 წუთის განმავლობაში, გაშრობას ხის თაროებზე 6 საათის განმავლობაში და დაჭრას 10-30 სმ სიგრძის ჩხირებად. მოხალული ყველის მარცვლების დამზადების ხერხი ითვალისწინებს შებოლილი ყველის თოკის 6 საათის განმავლობაში შრობას, 1,5 სმ სიგრძის მარცვლებად დაჭრას, შრობას 5 საათის განმავლობაში, თერმულ დამუშავებას მოხალვის გზით 200-250°C ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. ყველის შესაბოლი მოწყობილობა შეიცავს ვერტიკალურ კორპუსს, სახელურიან სახურავს, პროდუქტის საკიდ კრონშტეინს, ნახერხის ქვეშს, ფილტრს შესრულებულს ქსოვილის საფენის სახით. გამაცხელებელს, ამასთან, ვერტიკალური კორპუსი და ნახერხის ქვეში ქვესადგამზე ისეა დამაგრებული, რომ ქვეში წარმოქმნის კორპუსის ფსკერს UR - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/1/ ER -