სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოზრდისათვის მოუხდელი რძის შემცვლელი და მისი მიღების ხერხი
= Method for Obtaining the Substitute for Whole Milk for Younger Agricultural Animals : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 256 B : (51) A 23 C 11/02 (IPC, 2006) /
დოდო ჯიქიძე, იოსებ სარჯველაძე, რევაზ ახვლედიანი, გიორგი მაძღარაშვილი, ანა ჩიხაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.06.1996. #2.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 10 გვ. ; მუხლები: ცხრილი 3. - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება სოფლის მეურნეობის დარგს, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოზარდისათვის საკვების წარმოებასა და მისი დამზადების ტექნოლოგიას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვების წარმოებაში. გამოგონების ტექნიკური შედეგია მშრალი მოხდილი რძის წილის შემცირება. მოუხდელი რძის შემცვლელი გასუფთავებულია ძნელად, ან არამონელებადი ნივთიერებებისაგან. მისი დამზადების პროცესში გამოყენებულია ორგანიზმში არსებული ფერმენტების ანალოგიური ნივთიერებები, რითაც დაცულია მიღებული საკვების ეკოლოგიური უსაფრთხოება. მოუხდელი რძის შემცვლელი შეიცავს სიმინდის, ქერის, აბრეშუმის ჭიის ჭუპრის, სოიოს შროტის, მიწავაშლას ჰიდროლიზატებს; ლუდის საფუარისა და ყვავილის მტვრის ექსტრაქტებს, მცენარეულ ცხიმს და მოხდილ რძეს. რძის შემცვლელის მიღების ხერხი ითვალისწინებს კომპონენტების დაფქვასა და მათი წყლიანი სუსპენზიების მომზადებას, შემდეგ ხდება სუსპენზიის ჰიდროლიზება - 80 - 85°C, გაცივება - 40 - 48C, წყალში უხსნადი ნალექის მოცილება, ხსნარი კონცენტრირდება ვაკუუმში 50 - 60 მას. %-მდე.
256 ge B 1996-06-01 published Sakpatenti
სოფლის მეურნეობა კვების მრეწველობა ცხოველთა კვება მეცხოველეობა