ალბუმინიანი ხაჭოს"ნადუღის"წარმოების ხერხი = The Method for Production of Albumin Curds `Nadugi~ : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 194(1059713) B : (51) A 23 C 21/00 (IPC, 2006) / ვახტანგ ქადეიშვილი, ემა კალანდაძე, თენგიზ ჩუბინიძე, ზურაბ ცქიტიშვილი, პეტრე ვასილენკო, დავით დათოშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2.09.95 w. N2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი -5 გვ. ; მუხლები: ცხრილი 2. - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება რძის მრეწველობას, სახელდობრ ალბუმინიანი ხაჭოს წარმოებას. გამოგონების ტექნიკური შედეგია პროდუქტის გემური თვისებების გაუმჯობესება, დაწმენდილი შრატის ცხიმის დანაკარგისა და პროცესის ხანგრძლივობის შემცირება. ალბუმინიანი ხაჭოს `ნადუღის~ წარმოების ხერხი ითვალისწინებს ყველისაგან დარჩენილი შრატის თბოგადამცემი ზედაპირით გაცხელებას, კოაგულანტის შეტანას, ნარევის დაყოვნებას, მის დაყოფას ალბუმინიან ფრაქციად და დაწმენდილ შრატად, ალბუმინიანი ფრაქციის გაცივებას და მის შერევას შემვსებელთან. ყველისაგან დარჩენილი შრატის გაცხელება თბოგამტარი ზედაპირის მეშვეობით ხორციელდება 75-800ჩ ტემპერატურაზე, შემდეგ აჰყავთ იგი 94-960ჩ ტემპერატურამდე უხმარი ორთქლის შეყვანის გზით, 15-20 წუთის განმავლობაში შრატისა და კოაგულანტის ნარევის ჟავიანობას ადგენენ 25-270თ-მდე, ნარევი ყოვნდება 15-20 წთ, ამასთან ნარევის დაცალკევება ალბუმინიან ფრაქციად და დაწმენდილ შრატად ხორციელდება 94-960ჩ ტემპერატურაზე. კოაგულანტად გამოიყენება შესქელებული, შედედებული შრატი, შემვსებლად კი - ხილ-კენკროვანი, ბოსტნეულისა და სანელებლის კომპონენტები 0,4-10%-ის რაოდენობით.

194(1059713) ge B 1995-12-25 published Sakpatenti

სოფლის მეურნეობა კვების მრეწველობა რძის მრეწველობა ნადუღი ხაჭო