კარაქისმაგვარი პროდუქტი და მისი დამზადების ხერხი
= Butter-Like Product and Method for its Preparation : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2000 2288 B : (51) A 23 D 7/05 (IPC, 2006) /
ლევან ბერიაშვილი, ავთანდილ ჩინჩალაძე, რევაზ კიკალიშვილი, ლევან ბერაია.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2000 11 25 # 22.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; მუხლები: 4დამოუკიდებელი; ცხრ. 2. - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1. ტექნიკური შედეგი ტექნოლოგიური პროცესის გამარტივება და კარაქისმაგვარი პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოება. 2. არსი პროდუქტი შეიცავს ძროხის და/ან სოიის რძეს, მცენარეულ ცხიმს, ემულგატორს და კონსერვანტს, ამასთან, შეიძლება შეიცავდეს რძემჟავა ბაქტერიების კულტურას. ხერხი ითვალისწინებს მცენარეული ცხიმის ემულგირებას ძროხის და/ან სოიის რძესთან 50-85 C ტემპერატურაზე 40-60% ცხიმიანობის "ცხიმი წყალში" ემულსიის მიღებით, ემულსიის მომწიფებას -5-+5 C ტემპერატურაზე 1-12 სთ განმავლობაში 70-90% ცხიმიანობის "წყალი ცხიმში" ემულსიაში გარდაქმნით, ემულსიაში ემულგატორის და კონსერვანტის შეტანას და დაფასოებას. რძემჟავა ბაქტერიების კულტურის დამატების შემთხვევაში ხერხი ითვალისწინებს მცენარეული ცხიმის ემულგირებას ძროხის და/ან სოიის რძესთან 50-85 C ტემპერატურაზე 40-60% ცხიმიანობის "ცხიმი წყალში" ემულსიის მიღებით, მასში ემულგატორის, კონსერვანტის და რძემჟავა ბაქტერიების კულტურის შეტანას და შედედებას 25-35 C ტემპერატურაზე 3-8 სთ განმავლობაში, ემულსიის მომწიფებას -5-+5 C ტემპერატურაზე 1-12 სთ განმავლობაში 70-90% ცხიმიანობის "წყალი ცხიმში" ემულსიაში გარდაქმნით და დაფასოებას. 3. გამოყენების სფერო კვების მრეწველობა.
2288 ge B 2000-08-10 published Sakpatenti
კვების მრეწველობა რძის პროდუქტების წარმოება კარაქისმაგვარი პროდუქტი