გრანულირებული პროდუქტის წარმოების ხერხი = METHOD OF GRAINED FOODSTUFF PREPARATION : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5613 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / თემურ რევიშვილი, ბახვა დოლიძე, მარიამ პაპაშვილი, ლევან ნიკოლაშვილი, ნანული ორაგველიძე, სოსო გურული, ზურაბ მაისურაძე, იამზე თავდუმაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 08 27 #16. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 1 დამოკიდებული. - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ხერხი ითვალისწინებს მცენარეული ნედლეულის დაქუცმაცებას, დაქუცმაცებულ მცენარეულ ნედლეულში დანამატის შეტანას და/ან დატენიანებას, გრანულირებას და შრობას, ამასთან, მცენარეული ნედლეულის სახით გამოიყენება ციტრუსოვნების, ხილ-კენკროვანი ან საკვებ-სამკურნალო მცენარეების, მაგალითად, ფორთოხლის, ლიმონის, მანდარინის, ციტრანჟის, აქტინიდიას, ფეიჰოას, ქაცვის, მოცვის, მაყვლის, კომშის, ვაშლის, მსხლის, ხურმის ან წყავის ნაყოფები და/ან ფოთლები ან ნაყოფებისაგან წვენის გამოწურვის შედეგად დარჩენილი გამონაწნეხი ან მათი ნარევი, დაფნისა და პიტნის ფოთლები, ჭარხლისა და სტაფილოს ბოლქვები, დანამატის სახით კი - შავი ან მწვანე ჩაის ფხვნილი და/ან გამონაცერი, ხოლო დატენიანება ხდება შავი ან მწვანე ბაიხის ჩაის ან ჩაის ფოთლის ექსტრაქტით ან ხილ-კენკროვანთა ნაყოფების წვენით.

5613 ge B 2012-08-27 published Sakpatenti

გრანულირებული კვების პროდუქტები კვების მრეწველობა