ჩაის მაფორმირებელ-საშრობი დანადგარი = FORMING AND DRYING APPARATUS FOR TEA : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2007 4164 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / ბადრი ღლონტი, ირაკლი ღლონტი, ბახვა დოლიძე, სოსო გურული, ინგუშ ჭოლაძე, თემურ რევიშვილი, ბადრი ფირცხალაიშვილი, რამაზ მახარაძე, აკაკი ჯაჯანიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2007 07 25 #14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 2.

პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

დანადგარი შეიცავს ჩარჩოზე 1 არტახებისა და საყრდენი გორგოლაჭების 3 საშუალებით დაყენებულ ბრუნვის შესაძლებლობის მქონე დოლს 5, რომლის შიგა ზედაპირზე დამაგრებულია ფრთები 8. დოლს ერთ მხარეს აქვს ყრუ კედელი 6, ხოლო მეორე მხარეს - წრიული ფორმის ბორტი 7. დოლის ბოლოებში, მისი სიგრძის 1/5 ნაწილზე, აღნიშნული ფრთები დაყენებულია დოლის ბრუნვის ღერძის მიმართ და ბრუნვის მიმართულებით 25-30°- ით დახრილად. დანადგარს აქვს ცხელი ჰაერის მისაწოდებელი სისტემა, რომელიც შესრულებულია ელექტროკალორიფერთან 9 და ვენტილატორთან 10 დაკავშირებული უძრავი პერფორირებული მილის 11 სახით, რომელიც დაყენებულია დოლის შიგნით. უძრავ პერფორირებულ მილზე დამაგრებულია წრიული ფორმის ელემენტი 12, რომელიც განლაგებულია დოლის შიგნით.

4164 ge B 2007-07-25 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის გადასამუშავებელი მოწყობილობები ჩაის წარმოება