ჩაის ფოთლის საღნობი მოწყობილობა = DEVICE FOR WITHERING TEA LEAVES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2006 3919 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / ბახვა დოლიძე, სოსო გურული, ინგუშ ჭოლაძე, თემურ რევიშვილი, მირზა ჭოლაძე, თამაზ მიქაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2006 09 11 #17. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1დამოუკიდებელი; ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოწყობილობა შეიცავს პერფორირებული ძირის 2 მქონე საღნობ კამერას 1, რომლის გვერდით კედელზე განლაგებულია მომღნარი ჩაის ფოთლის გადმოსატვირთავი კარებები 6. საღნობი კამერა მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმისაა, რომლის ზედა ნაწილი ღიაა და დახრილია ჰორიზონტალის მიმართ 30-35°-ით. საღნობი კამერის ძირს ქვედა მომიჯნავე ნაწილში აქვს ჰაერგამტარი არხი 3, რომელიც დაკავშირებულია თბოაგენტის მისაწოდებელ სისტემასთან, რომელიც შესრულებულია მაღალი წნევის ვენტილატორისა 5 და ელექტროკალორიფერის 4 სახით. საღნობი კამერის ქვედა ნაწილში, მომღნარი ჩაის ფოთლის გადმოსატვირთავი კარებების მხარეს განლაგებულია გამომტანი ტრანსპორტიორი 7.

3919 ge B 2006-09-11 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება ჩაის გადასამუშავებელი მოწყობილობები საღნობი მოწყობილობები