უხეში ჩაის ფოთლის თერმული დამუშავების მოწყობილობა = Device for Thermal Treatment of Crude Tea Leaves : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2005 3536 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / ლევან ლაზიშვილი, ინგუშ ჭოლაძე, ნანი ჩიქოვანი, გელა მაგრაქველიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2005 05 25 #10. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: ფიგურა: 3

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1.ტექნიკური შედეგი თერმული დამუშავების ხარისხის ამაღლება კონვეიერზე ჩაის ფოთლის მასის თანაბარი განაწილებისა და თანაბარი შემჭიდროების გზით და პროცესის უწყვეტ ნაკადში განხორ- ციელების უზრუნველყოფა. 2.არსი მოწყობილობა შეიცავს რეგულირებადი სიჩქარის მქონე ჰორიზონტალურ კონვეიერს 3, რო- მლის წინ დაყენებულია ჩაის ფოთლის დახრილი ჩამტვირთავი ტრანსპორტიორი 1, ხოლო ბოლოში - რადიალური ფრთების მქონე ჩაის მასის გამაფხვიერებელი 13 და გადმოსატვი- რთავი ტრანსპორტიორი 14. მოწყობილობა აღჭურვილია ჩაის ფოთლის გამანაწილებელ-გამ- თანაბრებელი მექანიზმითა 5 და ჩაის ფოთლის ფენის შემამჭიდროებელი მექანიზმით 6. ჰორიზონტალურ ტრანსპორტიორს ჩაის ფოთლის გამანაწილებელ-გამთანაბრებელი მექანიზ- მისა და ჩაის ფოთლის ფენის შემამჭიდროებელი მექანიზმის ზონაში აქვს ერთმანეთის პარალელურად დაყენებული ჩაკეტილი ვერტიკალური ლენტური ტრანსპორტიორების სახით შესრულებული ბორტები 9, ხოლო ამ ზონის შემდეგ უძრავი ბორტები 12. 3.გამოყენების სფერო კვების მრეწველობა, კერძოდ, ჩაის წარმოება.

3536 ge B 2005-05-25 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება ფოთოლი