აგურა ჩაის მისაღები პრეს-ფორმა = Press-Mold for Production of Tile Tea : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2001 2460 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / ფრიდონ ჩიტაძე, რომან გურეშიძე, დაზმირ ბენდელიანი, გია დადუნაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2001 06 25 N 12. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 2 დამოკიდებული, ფიგურა: 4.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი დამზადების გაიოლება, საექსპლუატაციო პირობების გაუმჯობესება და დაწნეხილი აგურა ჩაის ბრიკეტის სიმაღლისა და მასის რეგულირების შესაძლებლობა. 2. არსი პრეს-ფორმა შეიცავს ნახვრეტებიანი ძირის 1 მქონე მართკუთხა ფორმის ღრუტანიან კო- რპუსს 2 ჩასადგმელი ზედა 12 და ქვედა 10 ნეგატივებით და ტრაფარეტით 11. კორპუსი შესრულებულია ორი ნაწილისაგან, რომლებიც ვერტიკალურ სიბრტყეში ბოლოებით ხისტად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პრეს-ფორმა დამატებით აღჭურვილია მიმმართველით 3 კორპუსის ზედა ნაწილში ჩასადგმელი ხვიმირისათვის 4. მიმმართველის სიმაღლე მე- ტია კორპუსის სიმაღლეზე და შესრულებულია კორპუსის ორ მოპირდაპირე მხარეს, გარე კედელზე ხისტად დამაგრებულ П-სებრი ფორმის მქონე პროფილების სახით, რომელთა ბო- ლოები სიხისტის წიბოების 5 საშუალებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული. კორპუ- სის ორ მოპირდაპირე მხარეს თანაღერძულად განლაგებულია მილისები 6, რომლებშიც მო- თავსებულია სარჭები 7. თითოეულ სარჭს აქვს საფეხუროვანი ამონაღები 8 და დახრილი ტორსული ზედაპირი ზედა ნეგატივის დახრილ ზედა ნაწილთან ურთიერთქმედებისათვის. მილისები აღჭურვილია მათში ჩახრახნილი სარჭების საფიქსაციო ჭანჭიკებით 9, რომელ- თაც გააჩნია საფეხუროვანი ამონაღებების ზედაპირებთან ზემოქმედების შესაძლებლობა. ზედა ნეგატივის ქვემოთ მოთავსებულია ქვემოთ მიმართული ვერტიკალური ტიხრების მქო- ნე საფენი 13, რომლის ტიხრების სიმაღლე აგურა ჩაის ბრიკეტის სიმაღლეზე ნაკლებია. 3. გამოგონების სფერო კვების მრეწველობა, კერძოდ, მწვანე აგურა ჩაის წარმოების მოწყობილობები.

2460 ge B 2001-03-10 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება აგურა ჩაი პრეს–ფორმა