გრანულირებული ჩაის წარმოების ხერხი და ხაზი მისი განხორციელებისათვის
= Method for Production of Granulated Tea and Line for Its Execution : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2000 2222 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) /
გივი მაზანიშვილი, ივანე ფოჩხიძე, გრიგოლ ჟვანია,გურამ ოდიშარია.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2000 09 10 # 17.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 4 დამოკიდებული; ფიგურა: 3.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1. ტექნიკური შედეგი მზა პროდუქციის ხარისხის ამაღლება და ენერგოდანახარჯების შემცირება. 2222 AGE 2222 A 2 2. არსი ხერხი ითვალისწინებს ნედლეულის დოზირებას, დატენიანებას 65- 99°ჩ ტემპერატურის მქონე ცხელი წყლით, რომელშიც შეიტანება ტუტე რეაქციის მქონე კვებითი დანამატი ან/და პექტინის შემცველი ექსტრაქტი, არევას, გრანულირებას, რომლის დროსაც ხორციელდება ჩალიჩების გაფაშრება, მიღებული გრანულების შრობას, გაცივებას კონდიცირებული ჰაერის შებერვით, გრანულების ფორმირებას და დახარისხებას. ხაზი შეიცავს ტექნოლოგიური პროცესის თანმიმდევრობით დაყენებულსა და ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნკერ – დოზატორს 9, დამატენიანებელი ნივთიერების ავზს 12, შემრევს 10, ფილიერული ცხაურებისა 17, 18 და 19 და მჭრელი დანის 20 მქონე გრანულატორს 14. გრანულატორის გამოსავალ უბანზე დაყენებული ფილიერული ცხაურას 19 ყოველ ნახვრეტს მჭრელი დანის მხრიდან გააჩნია კონუსური ფორმის გაფართოება 21, რომლის შიგა კედლის დახრის კუთხე ნახვრეტის ღერძის მიმართ შეადგენს 45-60°, ხოლო სიგრძე-ნახვრეტის სიგრძის 25-30%-ს. ხაზი შეიცავს აგრეთვე საშრობ 22, გრანულების მაფორმირებელსა 24 და დამხარისხებელ 25 მოწყობილობებს. ხაზი დამატებით აღჭურვილია გრანულების გამაცივებელი მოწყობილობით 26, რომელიც წარმოადგენს კონდიციონერს ვენტილატორებით, რომლებიც აირსადენით დაკავშირებულია საშრობი მოწყობილობის შემდეგ განლაგებული ლენტური კონვეიერის 23 გვერდით მხარესთან და დამატენიანებელი ნივთიერების გამაცხელებელი მოწყობილობით 13. გრანულების მაფორმირებელი მოწყობილობა დაყენებულია დამხარისხებელი მოწყობილობის წინ.