ჩაის ფოთლის დამჭყლეტ-დამქუცმაცებელი მოწყობილობა = Device for Braking and Crushing Tea Leaves : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE 1998 1403 B : (51) A23F3/12 (IPC, 2006) / ვიტალი ღვაჩლიანი, ავთანდილ გიორგაძე, გივი გუგულაშვილი, ლენგი ხარებავა. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1998 07 30 # 9. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; ფიგურა 5.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება გადამუშავებული მასის ჭყლეტა_დაქუცმაცების ხარისხის რეგულირების გზით. 2. არსი ჩაის ფოთლის დამჭყლეტ_დამქუცმაცებელი მოწყობილობა შეიცავს მიმღებ ხვიმირიან 2 ჰორიზონტალურად განლაგებულ კორპუსს 1, რომელიც შესრულებულია შეწყვილებული ცილინდრების სახით, დიფუზორს 3 გადმოსატვირთავი ღარით, კორპუსის 1 შიგნით განლაგებულ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვის შესაძლებლობის მქონე ლილვებს 4,5 მათზე დამაგრებული ორსვლიანი შნეკებითა 6,7 და ორფრთიანი დამჭყლეტ_დამქუცმაცებელი ელემენტებით 8, 9, 10 და 11, დიფუზორის 3 ზონაში კორპუსის 1 ძირში მოთავსებულ გადმოსატვირთავ ფანჯარას კარით 20 და ამძრავს, ამასთან ლილვები 4 და 5 დიფუზორის 3 ზონაში შესრულებულია ტელესკოპურად და აღჭურვილია ბრუნვის სიჩქარის უსაფეხურო რეგულირების ამძრავით. 3. გამოყენების სფერო ჩაის მრეწველობა, კერძოდ ჩაის ფოთლისა და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეულის ჭყლეტა_დაქუცმაცება მათი გადამუშავების სხვადასხვა ეტაპებზე.

1403 ge B 1998-07-30 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება