ჩაის ფოთლის საგრეხი მანქანა = Machine for Twisting Tea Leaves : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 901 B : (51) A 23 F 3/12 (IPC, 2006) / დავით ნასარიძე, ალექსანდრე ცოცხაძე, ბიკენტი გუგეშაშვილი, ვიქტორ სივაში, შალვა კერესელიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15.04.97 # 5. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება კვების მრეწველობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩაის პირველადი გადამუშავების ფაბრიკებში ჩაის ფოთლის გრეხისათვის. გამოგონების ტექნიკური შედეგია ჩაის ფოთლის გრეხის ხარისხის გაუმჯობესება. ჩაის ფოთლის საგრეხი მანქანა შეიცავს ერთმანეთის მიმართ შემხვედრი მიმართულებით ბრუნვის შესაძლებლობით დაყენებულ ზედა 7 და ქვედა კონუსურ 9 დისკოებს, ჩარჩოზე 1 დამაგრებულ უძრავ ვერტიკალურ გამჭოლ საყრდენს 2, რომლის ღრუშიც მოთავსებულია ლილვი 3, მიმღებ კამერას 24, მოგრეხილი ფოთლის გამომტან 25 და ამძრავ მექანიზმებს 12 და 18, ამასთან, ლილვი 3 აღჭურვილია მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმით 4, რის მხარეზეც მოთავსებულია თითი 5 მასზე ბრუნვის შესაძლებლობით დაყენებული ზედა კონუსური დისკოთი 7, ხოლო მისი ამძრავი შესრულებულია კბილანური გადაცემის სახით, რომლის ერთი კბილანა 13 უძრავად არის დამაგრებული ვერტიკალურ გამჭოლ საყრდენზე 2, ხოლო მეორე 14 -ზედა კონუსური დისკოს მორგვზე 15, ამასთან, კბილანები 13 და 14 ერთმანეთთან შეუღლებული არიან შუალედური კბილანების 19 და 20 საშუალებით, რომლებიც დასმული არიან მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის 4 მხარეზე მოთავსებულ მილისაში 22 ჩასმულ ლილვაკზე 21.

901 ge B 1997-04-15 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება საგრეხი მანქანა ფოთოლი