ჩაის ფოთლის საღნობ-საფიქსაციო მოწყობილობა
= Device for Withering and Fixing : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2004 3154 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) /
ბახვა დოლიძე, \სოსო გურული.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2004 01 26 #2 .
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; ფიგურა: 2.
პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1.ტექნიკური შედეგი ჩაის ფოთლის ღნობის პროცესის ინტენსიფიკაცია, დამუშავების პროცესის ხანგრძლივო- ბისა და ენერგოდანახარჯების შემცირება, მოწყობილობის კონსტრუქციის გამარტივება და ლითონტევადობის შემცირება. 2.არსი მოწყობილობა შეიცავს თბოიზოლაციის კამერას 1, რომლის ზედა ნაწილზე დაყენებულია ჩამტვირთავი ბუნკერი 2 დოზატორით 3 და ნამუშევარი ჰაერის გამწოვი მილი 4. თბოი- ზოლაციის კამერაში იარუსებად განლაგებულია ტრანსპორტირების მექანიზმი, რომელიც შესრულებულია ჰორიზონტალის მიმართ დახრილად, ზიგზაგისებურად დაყენებული ღარების 5 სახით. თითოეულ ღარს გააჩნია პერფორირებული ძირი 6, ქვემოდან დამაგრებული ქვე- ში 7 და მილყელი 8 თბოაგენტის მისაწოდებლად. თბოიზოლაციის კამერა დამატებით აღ- ჭურვილია ვიბროამძრავთან 9 დაკავშირებული მერხევი ჩარჩოთი 10, რომელიც დაზამბა- რებულია ვერტიკალურ სიბრტყეში და მასზე დამაგრებულია ღარები. თბოიზოლაციის კამე- რას გააჩნია მილყელი 13 ღარებს შორის დახურულ სივრცეში 12 თბოაგენტის მისაწოდებ- ლად. ზედა პირველი ღარის ძირის ქვეშ დამონტაჟებულია თბოაგენტის-ორთქლის მისაწო- დებელი პერფორირებული მილების სისტემა 14 ჩაის ფოთლის ფიქსაციისათვის. თითოეული ღარი აღჭურვილია ამძრავის 15 მქონე ჩაის ფოთლის ფენის შემრევ-გამაფხვიერებელი მექანიზმით 16. 3.გამოყენების სფერო ჩაის ფოთლის საღნობი და საფიქსაციო მოწყობილობები.
P 2004 3154 B ge B 2003-07-10 published Sakpatenti
კვების მრეწველობა ჩაის წარმოება საღნობ-საფიქსაციო მოწყობილობა