ჩაის მჭრელ–მტეხი მოწყობილობა = DEVICE FOR TEA CUTTING – BREAKING : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 606(1237151) B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / ზურაბ ბაბუნაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 29 01 97 #1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 2 ფიგ.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ჩაის მრეწველობას და შეიძლება გამოყენე¬ბულ იქნეს ჩაის შერჩევით ჭრა_ტეხვისათვის მისი დახარისხების პრო¬ცესში. გამოგონების ტექნიკური შედეგია ჩაის შერჩევითი ჭრა_ტეხვის ეფექ¬ტუ¬რობის ამაღლება, ჩაის ნაწილაკების გახეხვის აღმოფხვრა და კონსტრუქციის გამარტივება. მოწყობილობა შეიცავს კარკასს, ლილვაკებს, რომლებიც დამაგრებულია კარკასზე მოთავსებულ საკისრებში და ამძრავს. წამყვანი ლილვაკი ლითო¬ნისაა, რომელსაც გააჩნია ცილინდრული კუთხვილის სახით შესრულებული მჭრელი წიბოები, ხოლო მისი საკისრების კორპუსები დაყენებულია უძრავად. ამყოლი ლილვაკი რეზინისაა, დაზამბარებულია და დაყენებულია უკუქცე¬ვით_წინსვლითი გადაადგილების შესაძლებლობით. რეგულირდება რა დასა¬მუ¬შავებელი ჩაის ხარისხის შეცვლისას ზამბარების 13 და 14 შეკუმშვის ძალვა, მოძრავი საბჯენების 12 და ქანჩების 20 და 21 საშუალებით ამყოლი ლილვაკი მიეჭირება წამყვან ლილვაკს ისე, რომ ჩაის ფოთლის ნაწილაკები ორიენტირებულნი იყვნენ მათ სამუშაო ზონაში, იტეხებოდნენ, იჭრებოდნენ გახეხვისა და მოწყობილობის გაჭედვის გარეშე. ამ შემთხვევაში ჩაის უხეში ყუნწები ჩაიწნეხება რეზინის ლილვაკის ზედაპირში და არ ექვემდებარება ჭრა_ტეხვას. მსხვილი უცხო საგნების გავლისას დაზამბარებული ლილვაკი შორდება წამყვან ლილვაკს, უშვებს მათ და უბრუნდება საწყის მდებარე¬ობას.

606(1237151) ge B 1997-01-29 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება მოწყობილობა მტეხი მჭრელი