ბაიხის ჩაის ნახევარფაბრიკატის შრობის, შენახვისა და დახარისხების ხაზი
= The line for Drying, Storage and Grading of Semifinished Baikhovi Black Tea : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 116(1556623) B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) /
ზურაბ ბაბუნაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 26.12.1994 N 2.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 9 გვ. ; 7 ფიგ.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება კვების მრეწველობას, კერძოდ ბაიხის ჩაის წარმოებას. გამოგონების ტექნიკური შედეგია პრო-დუქციის ხარისხის გაუმჯობესება, კონსტრუქ-ციის გამარტივება, ლითონტევადობისა და თვითღირებულების შემცირება. ნახევარფაბრიკატის შრობის, შენახვისა და დახარისხების ხაზში ბუნკერ_დოზატორები ისეა ერთმანეთთან დაჯგუფებული, რომ თი- თოეული ჯგუფი დაკავშირებულია შესაბამის საშრობ მანქანასთან. თითოეული ბუნ-კერ_დოზატორი შესრულებულია ღრუ სწორ-კუთხა პრიზმის სახით, რომლის ფსკერს წარმოადგენს განმტვირთი, ციცხვიანი ელევა-ტორი ბუნკერით. ყველა ბუნკერ_დოზატორის ზემოთ განლაგებულია ჩამტვირთი ელევა-ტორი,შესრულებულია ფირფიტებით,რომლებიც ურთიერთმოქმედებენ მიმმართველებთან გორ-გოლაჭების საშუალებით. ჩამტვირთი ელევა-ტორი აღჭურვილია გამშვები მექანიზმებით. თითოეული მათგანი განლაგებულია შესა-ბამისი ბუნკერ_დოზატორების ზემოთ და გააჩ-ნია ბერკეტული მექანიზმი. მიმმართველებში შესრულებულია კილოები ფირფიტების გადა-ბრუნებისა და მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისათვის. კილო ფირფიტების გადაბ-რუნებისათვის დახურულია მოძრავი რგოლით, რომელიც ხისტად არის დამაგრებული ბერ-კეტულ მექანიზმზე. ფირფიტების საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებელი კილო დახურუ-ლია სახსრულად დამაგრებული რგოლით, რომლის ქვემოთ დაყენებულია დახრილი მიმ-მართველი.
116(1556623) ge B 1994-12-25 published Sakpatenti
კვების მრეწველობა ბაიხის ჩაი ჩაის წარმოება ნახევარფაბრიკატი შრობა შენახვა დახარისხება