ბაიხის ჩაის წარმოების ხერხი = METHOD FOR PRODUCTION OF BAIKHOVI TEA : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2008 4401 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / ლიანა სარჯველაძე, ვალერიან ცანავა, იამზე თავდუმაძე, ნანული ორაგველიძე, ედნარ მიქანაძე, ანგული სარჯველაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2008 06 25 #12. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 2 დამოკიდებული.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ხერხი ითვალისწინებს შავი ჩაის გამომუშავებას ჩაის ფოთლის ღნობის, გრეხის, ფერმენტაციის, დახარისხებისა და შრობის გზით, ან მწვანე ჩაის გამომუშავებას ჩაის ფოთლის ფიქსაციის, გრეხის, დახარისხებისა და შრობის გზით. ჩაის ფოთოლს მცენარეული დანამატის სახით გრეხის პროცესის დამთავრებამდე 15-20 წთ-ით ადრე ემატება ნედლი, მომღნარი ან მშრალი, ან შავი ჩაის ტექნოლოგიით დამუშავებული სტევიას ბალახი (Stevia Rebaudiana Bertoni) შავი ჩაის გამომუშავებისას, ხოლო მწვანე ჩაის გამომუშავებისას - ფიქსირებული ან მწვანე ჩაის ტექნოლოგიით დამუშავებული სტევიას ბალახი 10-40 მას.% რაოდენობით. ხერხის განხორციელების სხვა ვარიანტში მზა პროდუქციაში კუპაჟირებით წარმოებს შავი ან მწვანე ჩაის ტექნოლოგიით დამუშავებული სტევიას ბალახის შეტანა 10-40 მას.% რაოდენობით.

4401 ge B 2008-06-25 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება ბაიხის ჩაი