მზის საწინააღმდეგო დიდი ქოლგა = Umbrella, Particulary Big Umbrella : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1075 B : (51) A 45 B 23/00 (IPC, 2006) / ბეჰერ კლაუს. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15 07 97 #11. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 22 გვ. ; მუხლები: 5 დამოკიდ. მუხლი, 8 ფიგ.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ქოლგას, განსაკუთრებით დიდს, ბაღის, სტენდისა და ა.შ. გამოგონების ტექნიკური შედეგია ზედა ნაწილში, წვეროდან ზედა შტანგების ბოლოებამდე, პოგოდის მაგვარი ფორმის, მეტნაკლებად ჩაზნექილად დაჭიმული ქოლგის შექმნა. ქოლგა, კერძოდ დიდი, შეიცავს ქოლგის დგარს 2 ტელესკოპურად გამოსაწევი დგარის მოძრავი ნაწილით 3, რომელზეც გვირგვინის 4 საშუალებით სახსრულად დაყენებულია ზედა შტანგები 5, ქოლგის დგარის გასწვრივ მოძრავ ცოციასა 6 და ზედა შტანგებს 5 შორის საყრდენ დგარებს 7 და ზედა სამოსს 21, ამასთან, ქოლგის დგარის მოძრავი ნაწილი 3 შეერთებულია ქოლგის დგარში მყოფ სავალ ხრახნთან 10, ხოლო ცოცია 6 შეერთებულია ქოლგის დგარის მოძრავ ნაწილთან 3 მიმართულების შემცვლელ გორგოლაჭზე გატარებული მოქნილი დამჭიმი ელემენტის 15 საშუალებით. ამასთან, ის აღჭურვილია დგარის მოძრავ ნაწილზე 3 დამატებითი მოძრავი გვირგვინით 20 ზედა გვირგვინის სახით, რომელზეც დამაგრებულია ზედა შტანგებთან 5 შეკრული ქოლგის ზედა სამოსი 21, ზედა გვირგვინს გააჩნია დასაჭერი რგოლური ღეროები 22, რომელთა ქვედა ბოლოები გატარებულია საერთო მიმმართველი დგარის ნაწილის გასწვრივ და ქოლგის დგარს 2 გააჩნია რგოლური საბჯენი 25 მიმმართველის საყრდენის სახით.

1075 ge B 1997-07-15 published Sakpatenti

მსუბუქი მრეწველობა ქოლგა