ნემსისებრი ელექტროდი = Needle-shaped Electrode : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 152 B : (51) A61 B 5/04 (IPC, 2006) / ალექსანდრე ხარიბეგაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1995 12 25 №2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; ფიგურა ; 6.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ელექტრომიოგრაფიის დარგს, კერძოდ, ნემსისებრ ელექტროდებს. გამოგონების ტექნიკური შედეგია კუნთის მამოძრავებელი ერთეულის ტერიტორიის გაზომვის სიზუსტის ზრდა, გამოკვლევის ტრავმატულობის და მტკივნეულობის შემცირება, ერთი ნემსისებრი ელექტროდით სხვადასხვა ზომის კუნთის მამოძრავებელი ერთეულის ტერიტორიის გაზომვა, კონსტრუქციის გამარტივება, კუნთის ცალკეული ბოჭკოს ტერიტორიის გაზომვა. ნემსისებრი ელექტროდი შეიცავს ნემსს 1, მასში განლაგებულ ერთმანეთისაგან იზოლირებულ სუბელექტროდებს, რომლებიც შეერთებულნი არიან ერთმანეთისაგან იზოლირებულ გამტარებთან, ამასთან ნემსში ექსცენტრულად შესრულებულია გრძივი კილო 3, რომელშიც ღერძული გადაადგილების შესაძლებლობით განლაგებულია ღერო 4, მის გვერდით ზედაპირზე კი დამაგრებულია ორი ერთმანეთისაგან იზოლირებული სუბელექტროდი 5 და 6, ღერო ცილინდრული ფორმისაა და მას გააჩნია ბრუნვის შესაძლებლობა. ამასთან, მასზე განლაგებული ერთი სუბელექტროდი 5 კონცენტრული ფორმისაა, მეორე 6 კი - სპირალური და მათი სიგანე ცვლადია, ღეროს ზედა ბოლო შეერთებულია მოქნილ მიმმართველში 19, ხოლო მოქნილი ელემენტის მეორე ბოლო შეერთებულია გადაადგილების კვანძთან, მაგალითად ხრახნულ მექანიზმთან.

152 ge B 1995-12-25 published Sakpatenti

ელექტრომიოგრაფიის დარგი ნემსისებრი ელექტროდი კუნთის მოძრაობის საზომი აპარატი