ყვრიმალის ძვლის და თვალბუდის ქვედა კედლის შედავსებული მოტეხილობის მკურნალობა = Method for Treatment of Combinative Fracture of Malar Bone and Eye-Socket Lower Wall : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 543 B : (51) A 61 B 17/00 (IPC, 2006) / ომარ ნემსაძე, ლალი ხირსელი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 01 29 №1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა : 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მედიცინას, კერძოდ, ყბა-სახის ქირურგიას. გამოგონების ტექნიკური შედეგია ხერხის გამარტივება, ძვლის მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაციის საიმედოობის გაზრდა, რეციდივების აცილება. ყვრიმალის ძვლისა და თვალბუდის ქვედა კედლის შეთავსებული მოტეხილობის მკურნალობის ხერხი ითვალისწინებს ზედა ყბის სინუსოტომიას, მოტეხილი ძვლების ფრაგმენტების რეპოზიციას და ფიქსაციას ალოძვლის ორი ღეროს გამოყენებით, ამასთან, ერთი ღერო თავსდება ჰორიზონტალურად თვალბუდის ქვედა კედელზე, ხოლო მეორე _ ვერტიკალურად, ამასთან, ამ უკანასკნელის ერთი ბოლო ებჯინება ჰორიზონტალურად მოთავსებულ ღეროს, ხოლო მეორე ბოლო _ ზედა ყბის წიაღის ქვედა კედელს.

543 ge B 1997-01-29 published Sakpatenti

მედიცინა ყბა-სახის ქირურგია ძვლის მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია