ელექტრო ყავადანი
= Coffee-Making Machine : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1995 23 Y : (51) A 47 G 19/14 (IPC, 2006) /
ომარ კვინიკაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1994-12-25 # 2.
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 2 ფიგ.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სასარგებლო მოდელი განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ტექნიკის დარგს, კერძოდ, ელექტროყავადანებს. სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მოწყობილობის არატოქსიკურობის გარანტიის ამაღლების შესაძლებლობა, კონსტრუქციიდან მწვავედ დეფიციტური მასალებისა და პლასტმასის დეტალების გამორიცხვის გზით. ელექტროყავადანი შედგება კვების მრეწველობაში დაშვებული კერამიკული მასალისაგან დამზადებული სითხის ასადუღებელი კორპუსისაგან, რომელსაც გააჩნია წყლის ჩასასხმელი ნახვრეტი 2, სითხის ჩამოსასხმელი ნახვრეტი 3, განლაგებული წყლის ჩასასხმელ ნახვრეტზე 2 დაბლა და გამჭოლი ნახვრეტი 4, რომლის საშუალებითაც კორპუსის 1 გარე კედელზე გამოყვანილია ელეცტროდების 6 ბოლოები, რომლებიც განლაგებული არიან კორპუსის 1 შიგნით. ბოლოებზე 6 დამაგრებულია კორპუსის 1 გარე კედელზე და ჩავაგრებულია ელექტროიზოლატორში 8, რომელიც დამაგრებულია კორპუსის 1 გარე კედელზე ნახვრეტებს 2 და 3 შორის.