თამარიანი : ისტორიული პოემა /
გალექსილი თ. რ. ერისთავისა.
- თბილისი, [1887] (გრ. ჩარკვიანის სტ.).
- 153, II გვ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ფორზაცზე ნუსხა-ხუცური ასოებით: „კარიჭაშვილის ბიბ-კა“. ქვემოთ მიწერილია: „მომყიდა მისმა შვილმა დავითმა – ჩემის თხოვნით. ი. გრ. 1933. 2. XI.“ იქვე: „ჩემგან: P. S. „ჩვენს პატივცემულს პოეტს რაფ. ერისთავს გაულექსავს ისტორიული რომანი „თამარ ბატონიშვილი“ გრ. რჩეულიშვილისა და აპირებს ბეჭდვას“. („ივერია“, 1886 წ. № 169). ქრონიკაში. ი. გრ.“ ქვემოთ: „იხ. იაკ. გოგებაშვილის წიგნი. „საარაკო თავგადასავალი ტახის მემკვიდრისა“. ფორზაცზე: „1. ფარსაგი, გვ. 104. 2. მეფა, გვ. 1. 3. ქსუ – გვ. 12.“ იქვე: „კორექტორული შეცდომა შეცდომა ხომ არ არის? წერია: „გულის ბრწყინვალე ბედია“. ალბათ უნდა იყოს – გელის ბრწყინვალე ბედია. ი. გრ. (გვ. 20, 29, 34). 4. უებრო – გვ. 23. 5. დამბაჩა – გვ. 27. და თოფი – გვ. 39. გვ. 31. ქვისლი თაგუნამაც იხმარა ნისლი ალაზანი, გვ. 36. ქე – გვ. 38.“ მითითებულ გვერდებზე აღნიშნული სიტყვები ხაზგასმულია: თავფურცელზე აღდგენილია გამოცემის წელი“ „1887.“ გვ. 2. მესამე სტროფში ხაზგასმულია: „რაყიფი“ და სქოლიოში მიწერილი: „რაყიფს არა ხსნის და ხვრელი ვინ არ იცის? ი. გრ.“ გვ. 8. მოხაზულია რითმა „შალვასა-ალვასა“ და მიწერილი: „გვ. 6“. გვ. 13. ხაზგასმულია: „მმზერალმა“ და მიწერილია: „მზირალმა“. გვ. 15. სიტყვა „შევერცხლილითა“ გასწორებულია: „შევერცხლულითა“. გვ. 20. ხაზგასმულია: „გულის ბრწყინვალე ბედია“ და მიწერილია: „გულის თუ გელის? ი. გრ.“ გვ. 21. ხაზგასმულია: „სოფლის ჟღერასა“ და მიწერილი: „ბედის ტრიალსა? ი. გრ.“ გვ. 22. მოხაზულია რითმები და მიწერილია: „ეს რითმები იხ. გვ. 38“. გვ. 25. ხაზგასმულია: „თართია“ და მიწერილი: „თართი საბას განმარტებით დიდ ძაღლსა ნიშნავს. აქ რა არის ნაგულისხმევი, თევზი? ი. გრ.“ გვ. 26. მოხაზულია რითმები: „განძია“… ბრანძია“ და მიწერილი: „გვ. 22“. გვ. 29. ხაზგასმულია: „ფოლია“ და მიწერილია: „? ბალახია“. იმავე სტრიქონში ხაზგასმულია: „შეგწოლია“ და მიწერილია: „შემოგწოლია. ი. გრ.“. გვ. 32. ხაზგასმულია: „უბიძგა“ და მიწერილი: „ბიძგი“. გვ. 34. ხაზგასმულია: „ტრედებსა“ და მიწერილი: „ტრელი? უწესოება, იხ. საბა!“. გვ. 38. მეორე სტროფის რითმებს მიწერილი აქვს: „იხ. 22“. იქვე, მეოთხე სტროფში ხაზგასმულია „ქე მოსწყდა“ და მიწერილი: „ქვე?“ გვ. გვ. 2, 4, 5, 8, 20–28, 30–33, 35, 36, 39, 41, 86, 148 – ხაზგასმულია ადგილები.