ხილიდან და ბოსტნეულიდან წვენის გამოსაწური მოწყობილობა
= Juice Extractor for Fruits and Vegetables : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1998 327 Y : (51) A 47 J 19/00 (IPC, 2006) /
მერაბ ტურიაშვილი, რეზო თედორაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 31.01.98 #1.
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 1 ფიგ.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სასარგებლო მოდელი განეკუთვნება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ ტექნიკას, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულისაგან წვენის გამოსაწურ მოწყობილობებს. სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია მოწყობილობის მწარმოებლობის გაზრდა. ხილისა და ბოსტნეულისაგან წვენის გამოსაწური მოწყობილობა შეიცავს კორპუსს 1 მიმღები ბუნკერით 2, ამძრავ ლილვზე 7 დასმულ ცილინდრულ პერფორირებულ ფილტრს 11, გამხეხ დისკოს 16, შნეკს 14 წრიულად განლაგებული ფანჯრებითა 13 და გამხეხი დისკოს 16 ქვეშ მდებარე ტიხრით 15, რომლის მეშვეობითაც შნეკი 14 შეერთებულია ფილტრის 11 ამძრავ ლილვში 7 გამავალ დამატებით ამძრავ ლილვთან 8, რომელთა ბრუნვის სიხშირეები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, და ფილტრის 11 ქვედა ნაწილში მოთავსებულ ჩენჩოს გამოსატან ღიობებს 9. 1 ფიგ