მაღალი კონცენტრაციის ჟანგბად-18, ჟანგბად-17 და აზოტ-15 იზოტოპების წარმოების ხერხი და დანადგარი
= METHOD AND DEVICE FOR PRODUCTION OF ISOTOPES OF OXYGEN 18, OXYGEN 17 AND NITROGEN 15 OF HIGH CONCENTRATION : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2008 4315 B : (51) B 01 D 59/00 (IPC, 2006) /
ამირან ლებანიძე, გიორგი ესაძე, ევგენი ასლანიდი, ფრიდონ ასათიანი, თეიმურაზ აბზიანიძე, იური მეტრეველი, ბორის ჯანჯღავა.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2008 02 25 #4.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 18 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 5 დამოკიდებული; ფიგურა: 2.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
შემოთავაზებულია დაბალტემპერატურული რექტიფიკაციის მეთოდით ნარევის განცალკევების ხერხი და დანადგარი. ხერხი ითვალისწინებს აზოტის ოქსიდის დაბალტემპერატურული რექტიფიკაციის პროცესს ხუთი საფეხურისაგან შემდგარ დანადგარში, რომლის მასათაცვლის სვეტებში ახორციელებენ იზოტოპური ცვლის რეაქციების სიჩქარის რეგულირებას, ხოლო მეორე, მესამე და მეხუთე სვეტების კვების ნაკადში აღწევენ აზოტის ოქსიდის სრულ იზოტოპურ გაწონასწორებას, მეორე სვეტში გათვალისწინებულია აზოტის ოქსიდის შემდგომი გამდიდრება 18O, 17O, და 15N იზოტოპებით, მესამე სვეტის ქვედა ბოლოზე მიიღება 15N და 18O იზოტოპებით მაღალგამდიდრებული აზოტის ოქსიდი. დანადგარი შეიცავს მიმდევრობით ჩართულ უწყვეტი მოქმედების მასათაცვლის ოთხ სვეტს 1, 2, 3, 4 და ბოლო პერიოდული მოქმედების მასათაცვლის სვეტს 5. უწყვეტი მოქმედების მასათაცვლის სვეტების ქვედა ბოლოებზე მიერთებულია აზოტის ოქსიდის იზოტოპური გაწონასწორებისა და აზოტის ოქსიდის აზოტის სხვა ჟანგეულებისაგან გაწმენდის კვანძები 10, რომლებიც აღჭურვილია აზოტის ოქსიდში აზოტის დიოქსიდის (NO₂) შემცველობის ხარისხის რეგულირების საშუალებით.