ხრახნული განღრუების ხერხი = Method for Screw Piercing : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 231(4485520) B : (51) B 21 B 19/04 (IPC, 2006) / კონსტანტინე პაპავა, ზაქარია მელაშვილი, ლეონიდ ოკლეი, ირაკლი ჩხარტიშვილი, რობინზონ ლომიძე, პეტრე წერეთელი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1995 12 25 # 2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ლითონების წნევით დამუშავების სფეროს. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცხლად გაგლინული უნაკერო მილების წარმოებაში გამჭოლ დგანებზე მასიური ნამზადებიდან ხარისხიანი მასრების მისაღებად. გამოგონების ტექნიკური შედეგია მასრის კედლის სისქის უთანაბრობის შემცირება. ხერხი ითვალისწინებს ირიბად დაყენებული გლინებით გახურებული მთლიანი ნამზადის დეფორმაციას სამართულზე გლინების ბრუნვის სიჩქარის ცვლილებით, დეფორმაციის კერაში ნამზადის ტემპერატურის გაზომვითა და კონტროლით და ბრუნვის სიჩქარით ცვლილებით ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნებას მთელი პროცესის განმავლობაში.

231(4485520) ge B 1995-12-25 published Sakpatenti

ლითონების წნევით დამუშავება წარმოება მილები უნაკერო მილები