ელექტროდიალიზატორი ხსნარების გაწმენდისათვის
= ELECTRODIALYZER FOR PURIFICATION OF SOLUTION : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 677(929147) B : (51) B 01 D 13/02 (IPC, 2006) /
დემნა ღარაულაშვილი, ციცინო კურცხალია, რუსუდან კაკაურიძე, ვასილ ხუროშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1980-08-18.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 1 გვ. ; 1 ფიგ.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება ხსნარების ელექტროქიმიურ დამუშავებას, კერძოდ ელექტროდიალიზატორის კონსტრუქციას. გამოგონების ტექნიკური შედეგია ელექტროდიალიზატორის წარმადობის ზრდა. ელექტროდიალიზატორი შეიცავს ორ კიდურა ჩარჩოს ელექტროდებით, რომელთა შორის მოთავსებულია კათიონგამცვლელი და ანიონგამცვლელი მემბრანები, ტურბულიზატორს, გასაწმენდი ხსნარის შემყვან მილყელს და გაწმენდილი ხსნარის გამომყვან მილყელს. ტურბულიზატორი შესრულებულია ცილინდრის ფორმით, რომლის გარე ზედაპირზე გაკეთებულია კუთხვილი, ხოლო გასაწმენდი ხსნარის მილყელი მოთავსებულია ტურბულიზატორის ქვედა ნაწილში, გაწმენდილი ხსნარის გამოსაყვანი მილყელი კი _ ზედა ნაწილში.