მაგნიტურ-იმპულსური დანადგარი = MAGNETOIMPULS INSTALLATION : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2011 5374 B : (51) B 21 D 26/14 (IPC, 2006) / მარინე გიუაშვილი, ავთანდილ ტორონჯაძე, შოთა ნემსაძე, გიორგი ტორონჯაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 01 10 #1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მაგნიტურ-იმპულსური დანადგარი შეიცავს დამმუხტავ მოწყობილობას 1, მიერთებულს კონდენსატორების ბატარეასთან 2, ინდუქტორს მასში მოთავსებული ლითონის ტალღასატარით 5, კომუტატორს 3 და მართვის მოწყობილობას 7. ტალღასატარზე ამაგრებენ საკვლევ ობიექტს 6 (აჩქარების პიეზოელექტრულ გარდამქმნელს). კონდენსატორების ბატარეა კომუტატორის გავლით მიერთებულია მართვის ბლოკთან და ინდუქტორთან. კომუტატორი შეიცავს რევერსიულად ჩართვად დინისტორს 12 და დროსელს 13. უზრუნველყოფილია ინდუქტორში ხანმოკლე მძლავრი უნიპოლარული დენის იმპულსის გატარება, რაც იწვევს ტალღასატარში ძლიერი იმპულსური მაგნიტური ველის წარმოქმნას, რომელიც გამოიყენება საკვლევი ობიექტის დიაგნოსტიკისათვის.

5374 ge B 2012-01-10 published Sakpatenti

ელექტროტექნიკა დანადგარი