მოწყობილობა და ხერხი ლითონის ელემენტების გასაგანიერებლად = DEVICE AND METHOD FOR WIDENING METAL ELEMENTS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2011 5267 B : (51) B 21 D 31/04 (IPC, 2006) / ჰაინერ ვილლერშაიდი, მარიო გასპერინი, ბერნდ სპისსინგერი, კილიან კრეტტენაუერი, ჰაინერ ვილლერშაიდი, მარიო გასპერინი, ბერნდ სპისსინგერი, კილიან კრეტტენაუერი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2011 08 25# 16. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 35 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი და 30 დამოკიდებული. ფიგურები: 24

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

აღწერილია მოწყობილობა და ხერხი გრძივი მიმართულებით მოძრავი და, სულ ცოტა, უბნობრივად სიბრტყივი სახის ლითონის მოგრძო ელემენტების გასაგანიერებლად. მოწყობილობა შეიცავს, სულ ცოტა, ორ ურთიერთსაპირისპიროდ განლაგებულ დამჭერ ნაწილს 19, 38, 49, 50, რომელთაგან ერთი მოწყობილია ლითონის ელემენტის 11 პირველი გრძივი გვერდის 22, 67 დასაჭერად, ხოლო მეორე მოწყობილია ლითონის ელემენტის პირველი გრძივი გვერდის საპირისპიროდ მოთავსებული მეორე გრძივი გვერდის დასაჭერად. ამასთან, თითოეული დამჭერი ნაწილი მოთავსებულია მზიდ მოწყობილობაზე 15, 35, 36, 39, 40, რომლის მეშვეობითაც ისინი ავტომატურად შორდება ერთმანეთს ლითონის ელემენტის მოძრაობის მიმართულების მიმართ არსებითად პერპენდიკულარულად ლითონის ელემენტის წინსვლითი მოძრაობის პროცესში. ამასთან, დამჭერი ნაწილები შესრულებულია მომჭერი ნაწილების სახით, რითაც ადგილი აქვს ლითონის ელემენტის გრძივი გლუვი გვერდების მომჭერი ნაწილებით დაჭერას მათი გარედან მოდებით.

5267 ge B 2011-08-25 published Sakpatenti

ლითონის ელემენტები ხერხი მოწყობილობა