მავნე სამრეწველო გამონაბოლქვების დამჭერი დანადგარი = Device for Purification of Adverse Exhaust Gases and Turbulent Washer : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 81 B : (51) B 01 D 47/06 (IPC, 2006) / მევლუდ სიმონია, დემურ სიჭინავა. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 24 12 94 # 2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; 3 ფიგ.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მავნე სამრეწველო გამონაბოლქვების სველი გაწმენდის დანადგარებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახალხო მეურნეობის ნებისმიერ დარგში გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გამოგონების ტექნიკური შედეგია გამონაბოლქვი აირების გაწმენდის ხარისხის გაუმჯობესება ტურბულენტური გამრეცხის რეგულირებადი დიაპაზონის გაზრდის საშუალებით. მავნე გამონაბოლქვი აირების გამწმენდი დანადგარი შეიცავს შემავალ და გამავალ მილყელებს, გრიგალურ კამერას 2, უხეში გაწმენდის კამერას 3, რომელიც მოთავსებულია შხაფგამომყოფის შიგნით, სკრუბერს 6, შლამსაცლელს 7, მოთავსებულს სკრუბერის ქვედა ნაწილში, ტურბულენტურ გამრეცხს 10 და წვეთსაჭერს. ამავე დროს ტურბულენტური გამრეცხი შეიცავს კორპუსს, შემავალ და გამავალ მილყელებს, ფრქვევანას, კონფუზორს, ყელს და დიფუზორს, შესრულებულს ბერკეტული სისტემის მეშვეობით მოძრავი ორი კედლის სახით, თითოეული მათგანი შედგება სამი ერთმანეთთან და კორპუსთან სახსრულად დაკავშირებული ნაწილისაგან და აღჭურვილია ყელის ბოლოსთან და კორპუსთან სახსრულად შეერთებული საყრდენებით. ამასთან, ბერკეტული სისტემა განლაგებულია კორპუსის ქვედა ნაწილში.

81 ge B 1994-12-25 published Sakpatenti

სამრეწველო გამონაბოლქვები დანადგარი ეკოლოგია სველი წმენდა