ულტრასაფილტრავი მასალის მიღების ხერხი და სიგარეტის მემბრანული ფილტრი
= Method for Production of Ultrafiltration Material and Membrane Cigarette Filter : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2003 2990 B : (51) B 01 J 20/14 (IPC, 2006) /
ირაკლი გრიშაშვილი, ელგუჯა ქუთელია, ირაკლი მენაბდე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2003 06 25 # 12.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1. ტექნიკური შედეგი საფილტრავი მასალის ასორტიმენტის გაზრდა. 2. არსი ხერხი ითვალისწინებს დიატომიტის ნედლეულის დაქუცმაცებას, მაღალტემპერატურულ გამოწვას, მოდიფიკატორის შერევას, დაფქვას, გაცრას, ამასთან, დიატომიტის ფხვნილი, მარცვლების ზომით არაუმეტეს 5 მმ-ისა, გამოიწვება 850 C ტემპერატურაზე ატმოსფერულ პირობებში 2 საათის განმავლობაში, დიატომიტის ფხვნილს შერევის გზით ემატება სუფრის მარილი 5 მას.%-ის რაოდენობით, ყოვნდება აღნიშნულ ტემპერატურაზე 10 წუთით, რის შემდეგაც ცივდება ღუმელთან ერთად ოთახის ტემპერატურამდე, მიღებული ფხვნილი ნაწილაკების ზომების დისპერსიით 0,5-5 მკმ იტკეპნება კუმშვით 0,1-1 მკმ სისქემდე,ფორების ერთგვაროვანი განაწილების მქონე ულტრაფილტრის სახით. სიგარეტის ფილტრი, შეიცავს აცეტატის წინა და უკანა ფილტრებს, მათ შორის მოთავსებულია ულტრასაფილტრავი მასალა, მიღებული ზემოთაღნიშნული ხერხის მიხედვით. 3. გამოყენების სფერო კვების მრეწველობა
2990 ge B 2002-12-10 published Sakpatenti
ულტრასაფილტრავი მასალა სიგარეტის ფილტრი კვების მრეწველობა