ღრუ მილნამზადის უწყვეტი ჩამოსხმის ხერხი = METHOD OF CONTINUOUS CASTING OF HOLLOW PIPE HALF-FINISHED MATERIAL : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5560 B : (51) B 22 D 11/00 (IPC, 2006) / ირაკლი ქაშაკაშვილი, გურამ ქაშაკაშვილი, სლავა მებონია, ირაკლი ჟორდანია. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 06 11 #11. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ხერხი ითვალისწინებს შუალედური ციცხვიდან საჩამოსხმო ჩაძირული ჭიქებით 2 კოაქსიალურად განლაგებული გარე 3 და შიგა 4 კრისტალიზატორების მიერ წარმოქმნილ ღრეჩოში თხევადი ლითონის ჩასხმას, უწტყვეტად ჩამოსხმული ნამზადის მეორეულ გაცივებას 5. კრისტალიზატორებს შიგნიდან აციებენ თხევადი ნახშირორჟანგით. შიგა კრისტალიზატორის სახით იყენებენ ერთმანეთში კოაქსიალურად ჩასმული მილების სახით შესრულებულ კრისტალიზატორს, რომელთაგან გარეთა მილში შეყავთ ცივი ნახშირორჟანგი, ხოლო შიგა მილით კი ცხელი ნახშირორჟანგი შეყავთ ნახშირორჟანგის მანქანაში ნახშირორჟანგის საცირკულაციოდ.

5560 ge B 2012-06-11 published Sakpatenti

მეტალურგია მილნამზადი ჩამოსხმა მილი