ჩაის ელექტროსეპარატორი
= Tea Electroseparator : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1206 B : (51) B 03 C 7/00 (IPC, 2006) /
შოთა ქერქაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 10.11.97 #14.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა: 1.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე
გამოგონება განეკუთვნება კვების მრეწველობას, კერძოდ, ელექტროსეპარაციის მოწყობილობებს და შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩაის წარმოებაში არაკონდიციური მინარევებისაგან ჩაის პროდუქციის გასაწმენდად. გამოგონების ტექნიკური შედეგია სეპარაციის პროცესის ეფექტურობის ამაღლება. გამოგონების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩაის ელექტროსეპარატორი შეიცავს კორპუსს 1 მიმღები ბუნკერით 2, ფილას 3 ელექტრომაგნიტური ვიბრატორით 5, ვერტიკალურად დაყენებულ ელექტოდებს 4, მბრუნავ დოლს, შესრულებულს მაღალი ძაბვის ცილინდრული ელექტროდის 6 სახით, დაყოფის პროდუქტების ბუნკერებს 8, 9, ამასთან, ელექტოსეპარატორი დამატებით აღჭურვილია ერთმანეთის ქვეშ განლაგებული, ბრუნვის შესაძლებლობის მქონე მაღალი ძაბვის ცილინდრული ელექტროდებით 6 და ფილებით 3, რომლებზედაც ვერტიკალურად ხისტად დამაგრებულია თითო ელექტროდი 4 და ააჩნია ინდივიდუალური ელექტრომაგნიტური ვიბრატორები 5, ხოლო მიმღები ბუნკერი 2W_ს მაგვარი ფორმისაა, ამასთან, მანძილი მაღალი ძაბვის ცილინდრულ ელექტროდებსა 6 და ფილებზე 3 ვერტიკალურად, ხისტად დამაგრებულ ელექტროდებს 4 შორის იცვლება ზემოდან ქვემოთ და მათი თანაფარდობა შესაბამისად შეადგენს 1:1:, 25:1,5.