ცხოველების გაკრეჭის ხერხი და მანქანა მის განსახორციელებლად = Shearing Machine for Animals : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 849 B : (51) B 26 B 19/24 (IPC, 2006) / არკად რიკრიკაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15.04.97 # 5. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 2 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება სოფლის მეურნეობის მანქანათმშენებლობის დარგს, კერძოდ, მჭრელ იარაღებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ცხოველების (მაგალითად, ცხვრის) ბეწვის გასაკრეჭად.
გამოგონების ტექნიკური შედეგია საკრეჭი მანქანის კონსტრუქციის გამარტივება, მწარმოებლურობის, გაკრეჭვის ხარისხიანობის, საიმედოობის, მ.ქ.კ.-ის და ცხოველების გაკრეჭვის უსაფრთხოების გაზრდა, მანქანის მასისა და გაბარიტული ზომების, ვიბრაციისა და ხმაურის, აგრეთვე, ღირებულების შემცირება. საკრეჭი მანქანა შედგება ძრავის 1 კორპუსზე დამაგრებული სახელურისა 8 და გარსაცმისაგან 6, ძრავთან დაკავშირებული და სავარცხლის მიმართ პარალელურად მოძრავი დანისაგან, ამასთან, დანა შედგება ზედა 4 და ქვედა 5 საყელურისაგან, მათ შორის მოთავსებული დისკოს ფორმის კბილებიანი პირისაგან 3, რომლის სისქე 0,1 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო რადიუსი საყელურის რადიუსზე მეტია პირის კბილის სიგრძით.

849 ge B 1997-04-15 published Sakpatenti

სოფლის მეურნეობა მანქანათმშენებლობა მჭრელი იარაღები ცხოველების გაკრეჭვა მეცხოველეობა საკრეჭი მანქანა