არამრგვალი ან მრგვალი კონუსური ჭიახრახნის დასამზადებელი ჩარხი = MACHINE TOOL FOR MANUFACTURE OF NONROUND OR ROUND CONIC WORMS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2010 5007 B : (51) B 23 F 13/00 (IPC, 2006) / რევაზ ვარსიმაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2010 06 10 # 11. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7გვ. ; მუხლები:1 დამოუკიდებელი; ფიგურა 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე

ჩარხი შეიცავს სადგარს, მაგიდას 22, მაგიდაზე დაყენებულ ფილას 21, რომელსაც შეუძლია შემობრუნება მაგიდაზე დამაგრებული ჭია რედუქტორისა 26 და ფილაზე 21 შესრულებული კბილასექტორის 6 მეშვეობით. ფილაზე დამაგრებულია ნამზადის 1 ვეგი 23, აღჭურვილი კბილა რედუქტორით, რომლის გამოსავალ ლილვზე დამაგრებულია სამართული ნამზადის დასამაგრებლად, ურიკაზე 18 დამაგრებულია საჭრისი 7, ხოლო ურიკას ხრახნული წყვილისა და მაგიდაზე დამაგრებული კბილა რედუქტორის მეშვეობით გააჩნია საჭრისის გრძივად გადაადგილების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩარხი დამატებით აღჭურვილია ურიკის განივად გადამაადგილებელი კვანძით, რომელიც შესრულებულია ბიჯური ელექტროძრავას 13, კბილა რედუქტორის 27 და ხრახნული წყვილის 16 და 17 სახით, ამასთან, მაგიდაზე დამაგრებულ ჭიარედუქტორს 26, ნამზადის ვეგზე დამაგრებულ კბილანურ რედუქტორსა და ურიკის გრძივად გადამაადგილებელი კვანძის რედუქტორს აქვს ცალ-ცალკე ამძრავი, შესრულებული ჩარხის მართვის მექანიზმთან დაკავშირებული ელექტრობიჯური ძრავას სახით.

5007 ge B 2010-06-10 published Sakpatenti

კონუსური ჭიახრახნი ჩარხი ჭიახრახნი