კბილდამამუშავებელი ჩარხი
= GEAR SHAPER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1149 (1834116) B : (51) F 23 F 5/00 (IPC, 2006) /
რევაზ კობერიძე, ნიკოლოზ კობერიძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1998 09 25 # 11.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 1 ფიგურა.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება მანქანათმშენებლობას, კერძოდ, კბილდამამუშავებელი ჩარხების წარმოებას. გამოგონების ტექნიკური შედეგია ტექნოლოგიური შესაძლებლობის გაფართოება. კბილდამამუშავებელი ჩარხი შეიცავს სადგარზე ხისტად დამონტაჟებულ სუპორტიან ინსტრუმენტალურ დგარს წრიული მიმმართველებით, რომლებზედაც განთავსებულია ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეებში მობრუნების შესაძლებლობის მქონე ორი ინსტრუმენტალური თავი და სადგარის ჰორიზონტალურ მიმმართველებზე დაყენებული, ინსტრუმენტალური დგარის მიმართულებით საამწყობო წინსვლითი გადაადგილების შესაძლებლობის მქონე ფუძე, გადამტანი დამყოფი მაგიდისა, დასამუშავებელი კბილათვალის დამაგრებისათვის და დაკავშირებული კინემატიკური ჯაჭვით ინსტრუმენტალურ თავებთან, გარდა ამისა ფუძეზე, სადგარის მიმართულების პერპენდიკულარულად, შესრულებულია სწორხაზობრივი მიმმართველები, ხოლო ჩარხი აღჭურვილია მათზე განთავსებული ფილით, რომელზეც დაყენებულია დამყოფი მაგიდა და ფილის მოგორების ჯაჭვთან დამაკავშირებელი ასაწყობ რგოლებიანი კინემატიკური ჯაჭვით.
1149(1834116) ge B 1998-09-25 published Sakpatenti