ელექტროდსაჭერი ხელით ელექტრორკალური შედუღებისათვის / = Electrode Holder for Manual Electric Arc Welding : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 554 B : (51) B 23 K 9/28 (IPC, 2006) / გურამ ჯიქიძე, სერგო ჯორბენაძე, თემურ მაისურაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 29.01.97 #1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 3 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება შესადუღებელ ტექნიკას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელით ელექტრორკალური შედუღებისათვის დნობადი ელექტროდებით.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ელექტროდსაჭერის კონსტრუქციის გამარტივება და მისი საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესება.
ელექტროდსაჭერი შეიცავს ტანს 1, მასში განლაგებულ დენმიმყვანს და დაზამბარებულ მიმჭერ ელემენტს 7 ელექტროიზოლირებული სახელურით 17, რომელიც ამოშვერილია ტანის ფარგლებს გარეთ, ამასთან, მიმჭერი ელემენტი შესრულებულია ერთი ბოლოთი ტანთან სახსრულად დაკავშირებული ღეროს სახით, ტანს გააჩნია ორი ოპოზიტურად განლაგებული ნახვრეტი 2, 3, რომელთაგან ერთი მრგვალია, ხოლო მეორე 3 _ მოგრძო ფორმისა. მიმჭერი ღეროს სახელური შეიძლება შესრულებული იყოს საბიძგებელას სახით, რომელიც ერთი ბოლოთი ურთიერთმოქმედია მიმჭერ ელემენტთან.

554 ge B 1997-01-29 published Sakpatenti

შესადუღებელი ტექნიკა ელექტროდსაჭერი შედუღება ელექტრორკალური შედუღება