ხე-ტყის ორმხრივი საჰაერო საბაგირო მორსათრევი დანადგარი
= TWO-SIDED OVERHEAD WIRE-ROPE SKIDDER FOR WOOD : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2009 4779 B : (51) B 61 B 7/00 (IPC, 2006) /
ზაურ ბალამწარაშვილი, დავით მოსულიშვილი, რამაზ ტყემალაძე, ზაურ ჩიტიძე, იგორ გელაშვილი, გიორგი ასანიძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009 09 10 №19.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 1 დამოკიდებელი. ფიგურა: 2.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
დანადგარში, რომელიც შეიცავს მთავარ მზიდ ბაგირს 12, მასზე მოძრავი ძირითადი სატვირთო ურიკით 13, ორმხრივ განივად გადასატან მზიდ ბაგირებს, მათზე მოძრავი დამხმარე ურიკებით 19 და 20, ჯალამბარს 1 აქვს ორი საწევი 2 და 3 და ორი უკუსვლის ბაგირი 5და 6. ამასთან, საწევი ბაგირები ძირითადი და დამხმარე ურიკებისათვის გატარებულია ორი განმხოლოებული ერთღარიანი ბლოკისაგან შემდგარ ძირითადი ურიკის სატვირთო ბლოკში 16 და დამხმარე ურიკების გასახსნელ ბლოკებში 21 და 22, ხოლო უკუსვლის ბაგირები ბლოკების საშუალებით 27 და 28 ცალ - ცალკე დაკავშირებულია საბაგირო ტრასის სხვადასხვა მხარეს დამონტაჟებულ დამხმარე ურიკებთან.