ვულკანიზატორი ავტომობილის სალტეებისათვის
= AUTOMOTIVE TIRE VULCANIZER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 534 (1535373) B : (51) B 29 B 35/ 04 (IPC, 2006) /
რობერტ შლემმერი, კარლ ჯ.სიდენტალერი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997-01-29 №1.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; ფიგ. 1.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება საავტომობილო საბურავების წარმოებას და გამოიყენება მათი ვულკანიზაციისათვის. გამოგონების მიზანია ვულკანიზატორის ენერგოტევადობის შემცირება. მიზნის მისაღწევად იგი აღჭურვილია კარტერით 32 და მის ღრუში მო¬თავსებული თბოშემცველის გამხურებლით 40, აგრეთვე, ვენტილატორით 37 თბო¬შემცველის ცირკულაციისათვის, კარტერზე 32 დამაგრებულია სარქველი 38 თბო¬შემცველის მისაყვანად. კარტერი ზედა ტორსით დაკავშირებულია დიაფრაგმიანი კვანძის ქვედა დისკოსთან 27, დიაფრაგმის მმართველი საშუალება 25 შესრუ¬ლებულია ცილინდრული მასრის სახით 44 და დაყენებულია კონცენტრიულად კარტერთან. მასრა, ზედა ტორსით, ხისტად დაკავშირებულია ქვედა ნახევარფორმის კი¬დუ¬რა რგოლთან 21. თბოშემცველის მისაწოდებელი თავი 28 დაკავშირებულია დიაფრაგმიანი კვანძის ზედა დისკოსთან 26. შემოთავაზებული ვულკანიზატორი გადამუხტვის შემდეგ მთლიანად დამოუკიდებელია გარე მოწყობილობისგან, რაც მას მობილურს ხდის და შესაძლებელია მოთავსდეს ნებისმიერ სათაადო ადგილზე.
534(1535373) ge B 1987-05-19 published Sakpatenti
ავტომობილი საბურავები წარმოება ვულკანიზაცია კარტერი სალტე