შლადი სალტე = Knock-Down Tyre : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 766(4946541) B : (51) B 60 C 11/22 (IPC, 2006) / ელგუჯა კეკელიძე, ნანული ვადაჭკორია. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.03.97 # 3. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; 4 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება საავტომობილო მრეწველობას, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებათა თვლების კონსტრუქციებს. გამოგონების ტექნიკური შედეგია ავტომობილის თვლის დრეკადობის ხარისხის ამაღლება, სალტის აწყობისა და დაშლის პროცესის გამარტივება და ხანგამძლეობის გაზრდა. სალტის დრეკადი ფუძეები შესრულებულია მასიური ნახევარსალტეების 3 სახით გაუმჭოლი ხვრელებით 5, რომელთა ღერძები განლაგებულია თვლის ღერძის გასწვრივ. პროტექტორსა 8 და ნახევარსალტეებს 3 შორის ცენტრალურ ნაწილში არის ღრეჩო. პროტექტორის 8 საფიქსაციო ელემენტები ნახევარსალტეებზე შესრულებულია რგოლური საკეტი შვერილების 6 სახით და განლაგებულია შესაბამის კიდურა რგოლურ ღრმულებში მოსახსნელი პროტექტორის შიგა ზედაპირზე, ხოლო შიგა კორძი 10 შესრულებულია კბილა სოლის სახით, რომლის თვლის ღერძისაკენ მიმართული ტორცული ნაწილი ჭრილში წარმოქმნის ბლაგვ კუთხეს, ამასთან, სოლი განლაგებულია ნახევარსალტეების 3 ღარებში. გარდა ამისა, ნახევარსალტეები ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტრიდან თანაბრად განლაგებულ ხვრელებში მოთავსებული მილაკების საშუალებით.

766(4946541) ge B 1997-03-01 published Sakpatenti

საავტომობილო მრეწველობა სატრანსპორტო საშუალებები თვლების კონსტრუქციები სალტე