ავტომანქანის ძვრასაწინააღმდეგო მოწყობილობა
= Antitheft Device for cars : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1994 11 Y : (51) B 60 R 25/00 (IPC, 2006) /
ლევან ჯაოშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): ?
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა: 1.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სასარგებლო მოდელი განეკუთვნება მანქანათმშენებლობის დარგს და გამოიყენება სატრანსპორტო საშუ- ლებებზე, კერძოდ, ავტომანქანის გატაცების საწინააღმდეგოდ.
ტექნიკური შედეგი გამოიხატება ბორბლის ჩაკეტვის საიმედობის გაზრდის შესაძლებლობაში. ავტომანქანის ძრავსაწინააღმდეგო მოწყობილობა შედგება: კორპუსისაგან 1, საბურავის სადგამი დაფისაგან 2, კორპუსზე 1 დამაგრებულია ანჯამები 3 და სახსრები 4 და 5. ანჯამებზე 3 მოთავსებულია ფარი 6. სახსარზე 4 დაყენებულია ჩამკეტი ბერკეტის 7 ერთი ბოლო, სახსარზე 5 დაყენებულია ორნაწილიანი ჩამკეტი ბერკეტების 8 ერთი ბოლო - ჩამკეტი ბერკეტის 7 მეორე ბოლოზე დამაგრებულია ცოცია 9. ფარი 6 შესრულებულია ცოციის 9 გადასაადგილებელი ჭრილით 10 და აღჭურვილია ჩამკეტი მექანიზმით 11. ცოციაზე 9 გაკეთებულია ჭრილი, რომელშიც შედის ჩამკეტი მექანიზმის 11 ფიქსატორი (ნახაზზე არ არის მოყვანილი), ხოლო მათი ერთობლიობა წარმოადგენს მაბლოკირებელ მექანიზმს 12. ფარზე 6 მიმაგრებულია მილისა 13, რომელშიც გატარებულია ზემოდან დამჭერი ბერკეტი 14, რომელიც სახსრით 15 უკავშირდება ორნაწილიან ჩამკეტ ბერკეტებს 8.
11 ge Y 1994-06-15 published Sakpatenti
მანქანათმშენებლობა სატრანსპორტო საშუალებები ძვრასაწინააღმდეგო მექანიზმი ბორბლის ჩაკეტვა